მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი ხდება.

ოფიციალურად გაწევრიანება 29 ნოემბერს, ევროპული თეატრების კონვენციის გენერალურ ასამბლეაზე კენჭისყრის მეშვეობით მოხდება, სადაც მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია მიწვეული. კოტე აბაშიძის თქმით, კონვენციის წევრობა თეატრს საშუალებას მისცემს ევროპულ თეატრალურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთოს, რაც მესხიშვილის თეატრისა და ქალაქის ცნობადობას გაზრდის.

“ეს არის ევროპულ ასპარეზზე პირდაპირი გასვლა, რაც მოიცავს კონვენციაში შემავალ თეატრებთან ურთიერთობას, გასვლით გასტროლებს, საერთაშორისო ფესტივალებზე მიწვევასა და ევროპის თეატრალურ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობას. თეატრისა და ქალაქის ცნობადობა გაიზრდება. ჩვენ ვართ მზად და ყველა პარამეტრს ვაკმაყოფილებთ. ეს არის შედეგი იმ აქტიურობის, რომელსაც 2 წლის განმავლობაში მესხიშვილის თეატრი საერთაშორისო ასპარეზზე იჩენდა. ასამბლეაში გაწევრიანების მოწვევა მათგან მოგვივიდა,”-განაცხადა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, კოტე აბაშიძემ.

კოტე აბაშიძის ინფორმაციით, ასამბლეაში 20 ქვეყნის 40 თეატრია გაერთიანებული.

ფოტო: მესხიშვილის თეატრი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *