Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

ქუთაისელი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტში მიიღებს მონაწილეობას
პატარა ქუთაისელი მუსიკოსი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტში მიიღებს მონაწილეობას. ის კონცერტის ყველაზე პატარა მონაწილეა.

როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს" ქართველი მუსიკოსის, ელისო ბოლქვაძის ფონდიდან აცნობეს, კონცერტი 5 დეკემბერს, ექსკლუზიუად მარსელ დასოს სასახლეში, პარიზში, შანზ ელიზეზე გაიმართება. მასში სხვადასხვა ქვეყნიდან საერთაშორისო ფონდ “SOS Talents”-ის რვა სტიპენდიანტი მიიღებს მონაწილეობას.

გალა კონცერტში ცნობილი ქართველი პიანისტის - ელისო ბოლქვაძის ინიციატივით და ხელშეწყობით, 4 ახალგაზრდა ქართველი ნიჭიერი მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას: ილია ლომთათიძე, ბარბარე თათარაძე, ბარბარე ჩხაიძე და ლიზა მეგრელიშვილი.

ყოველ წელს შანზ ელიზეს მე-17 საუკუნის სასახლე და მისი მფლობელი მეცენატების ოჯახი - ექსკლუზიურად ფონდის ტალანტების გალა კონცერტს მასპინძლობს. საფრანგეთის საბრძოლო ავიაციის დამფუძნებლის - ლეგენდარული მარსელ დასოს ოჯახი – სერჟ და ნიკოლ დასოები მუსიკის სიყვარულით გამოირჩევიან და წელსაც კონცერტზე ტრადიციულად ევროპულ მაღალ საზოგადოებას მიიღებენ. დასოების ოჯახი საფრანგეთში ფლობს საავიციო რაფალებს, ასევე გაზეთ "ფიგარო".

ფონდი “SOS Talents” 2000 წელს საერთაშორისო ცნობილმა ფრანგმა მუსიკოსმა და მეთოდოლოგმა - მიშელ სონიმ დაარსა. მისი ძირითადი მიზანია, ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსების ხელშეწყობა და მათი საერთაშორისო სცენაზე წარმოჩენა, მათთვის შესაბამისი პირობების შექმნა მუსიკალური კრეატიულობისა და წარმოსახვის განვითარება.

საქართველოდან ფონდისთვის მუსიკალური ტალანტების აღმოჩენა პიანისტის და იუნესკოს პირველი ქართველი არტისტის - ელისო ბოლქვაძის ძალისხმევით ხდება.

ფონდის მიერ შერჩეული ბავშვები, სკოლის პროგრამის პარალელურად, დამატებით ითვისებენ მიშელ სონის მიერ შექმნილ სპეციალურ მეთოდიკას, რომელიც მათ აძლევს საშუალებას მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად განავითარონ ტექნიკური თუ მუსიკალური შესაძლებლობები.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში, გაბაშვილის პარკი მუშაობას განაახლებს. როგორც პარკის
დირექტორმა კახა კუხიანიძემ რადიო
15:47 / 06.07.2020
ქუთაისში, გაბაშვილის პარკი მუშაობას განაახლებს. როგორც პარკის დირექტორმა კახა კუხიანიძემ რადიო
ახალი პროექტი, ,,ლიტერატურა სოლიდარობისთვის'', იწყება.  იდეა
ლიტერატურით,
12:10 / 06.07.2020
ახალი პროექტი, ,,ლიტერატურა სოლიდარობისთვის'', იწყება.  იდეა ლიტერატურით,
ქუთაისელი ხელოვანების მოთხოვნა დაკმაყოფილდება
11:14 / 06.07.2020
ქუთაისელი ხელოვანების მოთხოვნა დაკმაყოფილდება
ვანის ახალი არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა დასრულდა, ექსპოზიციის
ინსტალაცია კი ბოლო ეტაპზეა.
15:39 / 30.06.2020
ვანის ახალი არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა დასრულდა, ექსპოზიციის ინსტალაცია კი ბოლო ეტაპზეა.
ქართველი პოეტის, მთარგმნელისა და ესეისტის, პაოლო იაშვილის
დაბადებიდან 126 წელი შესრულდა.
14:33 / 29.06.2020
ქართველი პოეტის, მთარგმნელისა და ესეისტის, პაოლო იაშვილის დაბადებიდან 126 წელი შესრულდა.
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 19 - 33 °C
img
ქუთაისი 20 - 25 °C
img
ბათუმი 21 - 26 °C
img
სოხუმი 20 - 27 °C
img
ფოთი 23 - 25 °C
img
თელავი 20 - 33 °C
img
მესტია 10 - 19 °C
img
ზუგდიდი 21 - 24 °C
img
ბორჯომი 16 - 24 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისის ცხელების ცენტრის მედ პერსონალი 4 თვის ხელფასის მიღებას ითხოვს
ქუთაისში ჩხობაძის კლინიკის მედ პერსონალი კუთვნილი ხელფასის მიღებას ითხოვს.
11:58 / 01.07.2020
საწარმო, რომელიც ქუთაისში ცნობილი ბრენდების ტანსაცმელს კერავდა, გაკოტრდა
საწარმო, რომელიც ქუთაისში ცნობილი ბრენდების სამოსს კერავდა მუშაობას წყვეტს. MGMTEX-ის
10:45 / 25.06.2020
თორნიკე გელაშვილი
როგორ აისახა პანდემია ფიტნესცენტრებზე და რა რეგულაციების დაცვით მოუწევთ მუშაობა - გალილეო ფიტნესის ადმინისტრატორი
15:43 / 26.06.2020
ქუთაისის ოპერის თეატრში რეპეტიციების განახლებას 16 ივნისიდან გეგმავენ
ქუთაისის ოპერის თეატრში რეპეტიციების განახლებას 16 ივნისიდან გეგმავენ. ჯანდაცვის სამინისტრომ კულტურული
13:55 / 11.06.2020
პოლიტიკის სიახლეები
ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
14:38 / 09.07.2020
ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურს ახალი
პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები იმერეთიდან
10:02 / 08.07.2020
,,სამართლიანმა არჩევნებმა" წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 19 ფაქტი დაადგინა.
,,სამართლიანმა არჩევნებმა" წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 19 ფაქტი დაადგინა
14:08 / 07.07.2020
,,სამართლიანმა არჩევნებმა" წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 19 ფაქტი დაადგინა.