ქუთაისის პანტომიმის თეატრი სპექტაკლს “ცოდვილნი” გამართავს. ეს  ბიბლიურ

სიუჟეტზე აგებული პირველი ცოდვის ისტორიაა, რომელსაც  მსახიობები მუსიკისა და მოძრაობის საშუალებით გადმოსცემენ. 

,,ცოდვილნი” 9 დეკემბერს ქუთაისის ოპერის თეატრში, 19:00 საათზე გაიმართება.  სპექტაკლში მონაწიელობენ: ბელა მაჭავარიანი, მარიამ ზივზივაძე, ბაქარი ბაქრაძე, ვალერი გიორგაძე.

რეჟისორია ბაქარ ბაქრაძე. 

,,ცოდვილნი” 2017 წელს მერიისა და ოპერის თეატრის მხარდაჭერით დაიდგა. 

ქუთაისის პანტომიმის თეატრი უკვე 10 წლისაა, თუმცა დასს საკუთარი შენობა ისევ არ აქვს. რეპეტიციებისთვის სივრცე მათ ქუთაისის ოპერის თეატრმა დაუთმო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *