ქუთაისის ოპერის თეატრის ღვაწლმოსილი თანამშრომლები დააჯილდოვეს.  დაჯილდოების ცერემონიალი

გასული წლის 27 დეკემბერს, თეატრის 50 წლის იუბილეზე გაიმართა. 

,,ჩვენთან არიან ადამიანები, რომლებიც გახსნის დღიდან მუშაობენ. პირველ ,,აბესალომ და ეთერში” რომ მიიღეს მონაწილეობა და დღეს ისევ ჩვენთან არიან. მათ განსაკუთრებული პატივისცემა სჭირდებათ. ისინი არიან ჩვენი ისტორია. განაცხადა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირინე ლომინაძემ.

ქუთაისის ოპერის ღვაწლმოსილ თანამშრომლები ,,თეატრალურმა საზოგადოებამ” და ქუთაისის ოპერის თეატრმა დააჯილოვა. ესენი არიან: 

დოდო რობაქიძე – კადრების ინსპექტორი, ფოთოლა ჯორბენაძე – სპექტაკლების წამყვანი რეჟისორი, შალვა ქებაძე – სპექტაკლების წამყვანი რეჟისორის თანაშემწე, მედეა კობახიძე – კონცერტმაისტერი, გუნდის მსახიობები – როზა გვაზავა, იზოლდა მეგრელიშვილი, ორკესტრის მსახიობები – გიორგი კინწურაშვილი, დარეჯან მანაგაძე, ციცინო ფარულავა, ლეილა ჭეიშვილი, მაყვალა სანიკიძე, იაკობ სკოროდუმოვი, თეიმურაზ მურღულია, გურამ ნუცუბიძე, სავით თურქაძე, დიმიტრი იამანიძე, ვლადიმერ უშვერიძე, სამხატვრო სადადგმო ნაწილის უფროსი ვახტანგ ასათიანი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *