ქალაქი ვანი ანტიკურ იერსახეს მიიღებს
ქალაქი ვანი ანტიკურ იერსახეს მიიღებს. ამის შესახებ რადიო ,,ძველ ქალაქთან საუბრისას ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა განაცხადა.

,,უნდა შეიცვალოს აუცილებლად ქალაქის იერსახე. ეს იქნება დაახლოებით 5 მილიონიანი პროექტი. პროექტირება მთავრდება. ვანს აქვს ანტიკური ქალაქის სტატუსი. დაწყებულია მუშაობა პროექტებზე და პროექტიც იქნება შესაბამისი, დაიწყება იმის განხორციელება."- განაცხადა ალექსანდრე გოგორიშვილმა.

თუ პროექტი წელს დაიწყება, ქალაქი ვანისათვის ანტიკური იერსახის შექმნას დაახლოებით სამი წელი დასჭირდება.

ანტიკურ ხანაში ვანი იყო ძველი კოლხეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი, რომელმაც აყვავებას მიაღწია ძვ. წ. III-I სს-ში. ვანში ქალაქური ტიპის დასახლება განვითარდა იმ უძველეს დასახლებათა საფუძველზე, რომელთა ნაშთები ახლა მრავლადაა ფიქსირებული ვანსა და მის ირგვლივ მდებარე ტერიტორიაზე (კეჭინარა, ციხესულორი, გორა, ბაგინეთი, ინაშაური, სულორი, ძულუხი, ბუღნარა, ბზვანი), აგრეთვე მის აღმოსავლეთითაც (ფერსათი, ზეკარი, ბაღდათი).

ვანის ნაქალაქარზე მოპოვებული, ჯერჯერობით უძველესი არქეოლოგიური მასალა ძვ. წ. VIII-VI საუკუნეებით თარიღდება და კერამიკული ფრაგმენტებითაა წარმოდგენილი.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების
11:38 / 28.10.2020
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების
იმერეთის თეატრალური ფესტივალი 24 ოქტომბერს
12:41 / 23.10.2020
იმერეთის თეატრალური ფესტივალი 24 ოქტომბერს
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური
11:24 / 23.10.2020
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 9 - 21 °C
img
ქუთაისი 14 - 29 °C
img
ბათუმი 18 - 25 °C
img
სოხუმი 16 - 26 °C
img
ფოთი 19 - 26 °C
img
თელავი 11 - 21 °C
img
მესტია 4 - 16 °C
img
ზუგდიდი 14 - 29 °C
img
ბორჯომი 6 - 23 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
პოლიტიკის სიახლეები