,,სრულიად ქართულ თეატრალურ საზოგადოებას ვულოცავ ქართული თეატრის დღეს" - ზვიად შალამბერიძე
14 იანვარი ქართული თეატრის დღეა. ამ დღეს იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული თეტრალებს ულოცავს. მისი თქმით, ქართული თეატრი ყოვეთვის ამბობდა თავის სათქმელს და არაერთი აღიარება მოიპოვა.

,,სრულიად ქართულ თეატრალურ საზოგადოებას ვულოცავ ქართული თეატრის დღეს. ​170 წლის განმავლობაში მან განვითარების მრავალფეროვანი გზა გაიარა და არაერთი აღიარება მოიპოვა.

ქართულ თეატრს ყოველთვის განსაკუთრებული დანიშნულება და როლი ჰქონდა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში, ყოველთვის ამბობდა თავის სათქმელს სირთულეების და გამოწვევების მიუხედავად.

იმერეთსა და საქართველოში მოქმედ ყველა სახელმწიფო, სახალხო და კერძო თეატრს, ყველა ღვაწლმოსილ თეატრალს და აღიარებულ მოღვაწეს, ახალგაზრდა თაობას, ვუსურვებ საინტერესო და სისხლსავსე შემოქმედებით ცხოვრებას, მაყურებლის სიმრავლეს, სიყვარულს და ოვაციებს." - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ.

ქართული პროფესიული თეატრი დააარსა პოეტმა და დრამატურგმა გიორგი ერისთავმა. პირველი წარმოდგენა გაიმართა 1850 წლის 2 (14) იანვარს, თბილისის გიმნაზიის სააქტო დარბაზში, სცენისმოყვარეთა ძალებით, ერისთავის რეჟისორობითა და მონაწილეობით წარმოადგინეს მისივე პიესა "გაყრა". ეს თარიღი მიჩნეულია ქართული თეატრის აღდგენის თარიღად და XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან აღინიშნება, როგორც ქართული თეატრის დღე.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების
11:38 / 28.10.2020
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების
იმერეთის თეატრალური ფესტივალი 24 ოქტომბერს
12:41 / 23.10.2020
იმერეთის თეატრალური ფესტივალი 24 ოქტომბერს
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური
11:24 / 23.10.2020
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 9 - 18 °C
img
ქუთაისი 17 - 27 °C
img
ბათუმი 18 - 28 °C
img
სოხუმი 18 - 28 °C
img
ფოთი 18 - 26 °C
img
თელავი 10 - 19 °C
img
მესტია 6 - 15 °C
img
ზუგდიდი 18 - 29 °C
img
ბორჯომი 8 - 22 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
პოლიტიკის სიახლეები