განახლებული ქუთაისის თოჯინების თეატრი ოფიციალურად 18 იანვარს გაიხსნება.

15:00 საათზე გაიმართება სპექტაკლის “ჩხიკვთა ქორწილის” პრემიერა. ოფიციალურ გახსნას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრებიან. 

19 იანვარს კი “ჩხიკვთა ქორწილის” ნახვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. სპექტაკლი 13:00 საათზე დაიწყება.

სპექტაკლის რეჟისორი ლევან გაბრიჭიძეა. “ჩხიკვთა ქორწილი” ვაჟა ფშაველას ნაწარმოების მიხედვით ნინო ანთიძის პიესით შეიქმნა.

თოჯინების თეატრს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რისთვისაც ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *