ვანის არქეოლოგიური მუზეუმის გახსნა 2020 წლის მაისში იგეგმება. ამის შესახებ

რადიო ,,ძველ ქალაქს” ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა განუცხადა.

,,დამთავრდა უკვე არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდის დახმარებით გაკეთდა. 19 მილიონი ლარი დაჯდა. მაისისში  ალბათ გაიხსნება. ახლა მიმდინარეობს ექსპონატების დალაგება მუზეუმში.  ეს იქნება საქართველოში პირველი არქეოლოგიური მუზეუმი და ევროპაშიც ერთ-ერთი საუკეთესო მუზეუმი იქნება.” – განაცხადა ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა

2019 წელს დასრულდა ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია. აშენდა ახალი ოთხსართულიანი შენობა. მოეწყო ავტოსადგომი, მცირე ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კაფეტერია და საოფისე ოთახები ადმინისტრაციისათვის. მუზეუმის მშენებლობის პარალელურად, რეაბილიტირდა არქეოლოგიურ მუზეუმამდე მისასვლელი გზა და მის გასწვრივ არსებული ღობეები.

ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს 1985 წლის შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *