,,იმსახურებს ქუთაისი, რომ მას ჰქონდეს გამართული ინფრასტრუქტურის მქონე, თანამედროვე სტანდარტების

შესაბამისი თეატრები.”- განაცხადა მესხიშვილის დრამატული თეატრისა და ქუთაისის ოპერის თეატრის რეაბილიტაციის შესახებ დასმულ კითხვის საპასუხოდ ქუთაისში ვიზიტისას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსმა ნანა დოლიძემ. ის ახლადრეაბილიტირებული თოჯინების თეატრის გახსნას დაესწრო. 

მისი თქმით, ორი თეატრის რეაბილიტაციის დასაწყებად სამუშაოები მიმდინარეობს. 

,,ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ამ მიმართულებით. მოგეხსენებათ ორივე თეატრი სავალალო მდგომარეობაშია. ვაპირებ ამ ობიექტების უშუალოდ დათვალიერებას. იყო მოსამზადებელი სამუშაოები. ვფიქრობ, აქტიური სამუშაოები იქნება. აუცილებელი და საჭიროა მათი რეაბილიტაცია, რადგან როგორც ერთი ისე მეორე უზარმაზარი ტრადიციის მქონეა და ნამდვილად იმსახურებს ქუთაისი, რომ მას ჰქონდეს გამართული ინფრასტრუქტურის მქონე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი თეატრები. ჩვენ სურვილი გვაქვს, რომ დაიწყოს რეაბილიტაცია წელს, ეს გარკვეულ გარემოებებთან არის დაკავშირებული.”- განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსმა ნანა დოლიძემ. 

ქუთაისში მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრისა და ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრის რეაბილიტაცია გასულ წელს დაანონსდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *