ქუთაისში ახლადრებილიტირებული თოჯინების თეატრის გახსნაზე კატალოგი ,,თეჯირს მიღმა” წარადგინეს.

შედგება მაღალპოლიგრაფიული წიგნი-კატალოგის ავტორი ლაშა გაგოშიძეა. მასში თეატრის 70-წლიანი ისტორიაა ასახული. წიგნი-კატალოგი ორენოვანია და ინგლისურად თეონა მიქაბერიძემ თარგმნა.

,,ბედნიერი ვარ, რომ მოვახერხე გამომეცა წიგნი, რომელიც მიეძღვნებოდა თეატრის 70 წლიან ისტორიას. დაარსების დღიდან დღემდე 5 თაობა ემსახურა თეატრს და ყველას წვლილია შესული ამ წიგნში. მე თავად ამ თეატრის კედლებში აღზრდილი ვარ და მინდოდა მადლიერება გამომეხატა თეატრის მიმართ”.- ამბობს ლაშა გაგოშიძე. 

ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი 1946 წლის 31 დეკემბერს დოდო ანთაძის ხელმძღვანელობით დაარსდა. პირველი სპექტაკლი აკაკი ბელიაშვილის “თეთრი ფინია” გახლდათ. დაარსებიდან დღემდე თეატრის დასი აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას ეწევა – 73 სეზონის განმავლობაში თეატრში 300-ზე მეტი წარმოდგენა დაიდგა. ქუთაისის თოჯინების თეატრის რეპერტუარში დღეისათვის ოცდაშვიდი მოქმედი სპექტაკლია, წარმოდგენები გათვლილია როგორც პატარა, ასევე, მოზრდილი ასაკის მაყურებლისთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *