“იმერეთი- სხვა სილამაზე” – ქუთაისში, გალერეა ,,ვარლაში” გამოფენა გაიხსნა.

საკუთარი ნამუშევრები 58-მა მხატვარმა წარმოადგინა. 

,,იმერეთში მოღვაწე მხატვართა გამოფენა გაიხსნა სახელწლოდებით ,,იმერეთი-სხვა სილამაზე”. 58 მხატვრის 100-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი. აქ არის ფერწერა, გრაფიკა, გამოყენებითი ხელოვნება. დებიუტანტები არ გვყავს, მაგრამ დიდი აქტიურობაა რეგიონებიდან. ძალიან კარგი ნამუშევრებია წარმოდგენილი.”- განაცხადა იმერეთში მხატვართა ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვალერი მეძმარიაშვილმა.

გამოფენის დათვალიერება ,,ვარლაში” 10 დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *