წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში,

 

მიხა ხელაშვილის ლექსებს წაიკითხავენ.  ღონისძება ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დიდ სამკითხველო დარბაზში 5 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება.

მიხა ხელაშვილი ქართველი სახალხო პოეტი, 1920-იანი წლების ანტი-საბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილე და “შეფიცულთა რაზმის” წევრი იყო. ავტორია პოპულარული ლექსისა “ლექსო ამოგთქომ ოხერო”.  1922-1924 წლებში მონაწილეობდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით მოწყობილ შეიარაღებულ გამოსვლებში ფშავსა და ხევსურეთში.

ერთი ვერსიით ის  1925 წელს, საკუთარ დაბადების დღეს, 25 წლის ასაკში, მოკლა საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოსყიდულმა მეგობარმა. სხვა ვერსიით კი დაიღუპა დუშეთის მილიციის რაზმთან შეტაკების დროს.

საბჭოთა პერიოდში ხელაშვილის ლექსები იბეჭდებოდა ხალხური პოეზიის ანთოლოგიებში ავტორის მითითების გარეშე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *