8 თებერვალი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა. დავითობასთან დაკავშირებით,

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ლექტორ-მასწავლებლებმა საზეიმო მსვლელობა მოაწყვეს. მსვლელობა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივით გაიმართა. ყვავილებით შეამკეს დავით აღმაშენებლის ძეგლი. 
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ტრადიციულად ყოველ წელს აღნიშნავს.

ქუთაისსა და გელათში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *