ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრი კორონავირუსის გამო მაყურებელთან ურთიერთობას ახალი ფორმატით იწყებს.

როგორც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა კოტე აბაშიძემ განაცხადა, მაყურებლებს საშუალება ექნებათ თეატრის ვებ და FB გვერდების საშუალებით თეატრალური რეპორტაჟები იხილონ. პროგრამა როგორც მოზარდებისთვის ასევე ბავშვებისათვის იქნება განკუთვნილი. 

,, გადავწყვიტეთ თეატრალური რეპორტაჟების  სახით დავიწყოთ ჩვენს საყვარელ მაყურებელთან ურთიერთობა.რას ნიშნავს ეს ? – ყოველ დღე ორშაბათის გარდა, იგივე რეჟიმით როგორც მუშაობდა თეატრი, ჩვენს ვებ და FB გვერდებზე განვათავსებთ ვიდეო მასალას, სადაც მესხიშვილის თეატრის მსახიობები თქვენთვის დაუკრავენ, იმღერებენ, წაიკითხავენ ლექსებს, ზღაპრებს პატარებისთვის. გაკეთდება ექსკურსი თეატრის ისტორიიდან და არა მხოლოდ თეატრის, ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს სიუჟეტები იყოს შემოქმედებითად მრავალმხრივი, საინტერესო და მარავალფეროვანი. ასე გაგრძელდება მანამ, სანამ მისი უდიდებულესობა მაყურებელი ისევ არ შემოაღეს თეატრის კარებს და თეატრი არ დაბრუნდება იმ ჯადოსნურ სამყაროში, რასაც მაყურებელთან ცოცხალი კონტაქტი ჰქვია.”- განაცხადა კოტე აბაშიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *