Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

კულტურა
მაყურებელთან დისტანციურად შესახვედრად ქუთაისის ოპერის თეატრიც ემზადება
მაყურებელთან დისტანციურად შესახვედრად ქუთაისის ოპერის თეატრშიც ემზადებიან. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს" თეატრის მთავარმა დირიჟორმა რევაზ ჯავახიშვილმა განუცხადა, თეატრში საკითხს განიხილავენ და უახლოეს პერიოდში ოპერის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ სპექტაკლები და კონცერტები  თეატრის FB და youtube გვერდების საშუალებით იხილონ სანამ ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილი სიტუაცია არ გამოსწორდება. 

,,ორშაბათს გვექნება შეხვედრა და სავარაუდოდ ამოვარჩევთ საუკეთესო სპექტაკლებს. სამწუხაროდ, ჩვენს თეატრს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ლაივსტრიმი და მაღალი ხარისხის ჩანაწერი გააკეთოს. ეს თავის დროზე, თეატრის რეაბილიტაციის დროს,  არავინ გაითვალისწინა. ჩვენ ჩვენი რესურსებით ვერ შევძლებდით იმ აპარატურის შეძენას, რაც ხარისხიან ჩანაწერის გაკეთებას გულისხმობს. ეს ჩვენთვის პრობლემა აღმოჩნდა და დავდექით დილემის წინაშე. რაც გვექნება ჩანაწერი იქედან შევთავაზებთ და ვისაც ვუყვარვართ ისედაც ნახავს".- განაცხადა რევაზ ჯავახიშვილმა. 

ქვეყნის მასშტაბით თეატრები მაყურებელთან შეხვედრებს დისტანციურად იწყებენ. საკუთარი სოციალური ქსელების საშუალებით მაყურებლებს სპექტაკლებს  ქვეყანაში სიტუაციის გამოსწორებამდე შესთავაზებენ. 


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის ოპერის თეატრმა დისტანციური კონცერტების სერია დაიწყო.

პირველი კონცერტი
13:25 / 30.05.2020
ქუთაისის ოპერის თეატრმა დისტანციური კონცერტების სერია დაიწყო. პირველი კონცერტი
გასული სიმღერები
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 15 - 29 °C
img
ქუთაისი 15 - 28 °C
img
ბათუმი 16 - 21 °C
img
სოხუმი 16 - 25 °C
img
ფოთი 16 - 21 °C
img
თელავი 16 - 28 °C
img
მესტია 6 - 17 °C
img
ზუგდიდი 15 - 26 °C
img
ბორჯომი 11 - 27 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ლედი მერკვილიშვილს გზა ვანიდან აშშ-მდე

ახალგაზრდებისთვის პროფესიის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მომავალი

10:34 / 11.05.2020
უჩა მაჭარაშვილმა საჩხერეში ვაზის უძველესი ქართული ჯიშის აღდგენა დაიწყო
საჩხერეში, სოფელ მახათაურში უჩა მაჭარაშვილმა 2017 წელს ოჯახური ტრადიცია შემოსვალის წყაროდ აქცია.
18:49 / 05.05.2020
პოლიტიკის სიახლეები