საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით,

მრავალფეროვანი და საინტერესო სპექტაკლების ნახვას დისტანციურად ქუთაისის თოჯინების თეატრის facebook გვერდიდანაც შეძლებთ. თეატრი ანალოგიური ფორმატით მაყურებელთან სარემონტო სამუშაოების დროსაც ურთიერთობდა. 

,,ჩვენ ცოტა ადრე დავიწყეთ ამაზე ფიქრი. როცა თეატრში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა ისედაც დაცილებული ვიყავით მაყურებელს. პერიოდულად გვქონდა სხვადასხვა სცენებიდან შეხვედრა. კორონავირუსის გამო ეს ფორმატი ისევ გაგრძელდება. მოვიფიქრეთ, რომ ერთმანეთი რომ არ დაგვავიწყდეს, ამ ფორმით, ვიდეონაწყვეტები სხვადასხვა სპექტაკლებიდან ვაჩვენოთ, ტექნიკურად რა საშუალებაც გვაქვს. სამინისტროსთან, შეთანხმებულად უნდა მოხდეს ეს. სრული ვერსიები სპექტაკლების რამდენიმე მაინც უნდა იყოს შეთავაზებული. ვმუშაობთ, რომ რამდენიმე წარმოდგენის ბმული უკვე იყოს გამზადებული. რამდენიმე დღეში ჩავერთვებით ჩვენც ამ პროცესში”.- განაცხადა ქუთაისის თოჯინების თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლაშა გაგოშიძემ. 

ქვეყნის მასშტაბით თეატრები მაყურებელთან შეხვედრებს დისტანციურად იწყებენ. საკუთარი სოციალური ქსელების საშუალებით მაყურებლებს სპექტაკლებს მანამ შესთავაზებენ, სანამ ქვეყანაში სიტუაცია არ გამოსწორდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *