Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

კულტურა
,,გვირილობა" დისტანციურად
ქუთაისში წელს "გვირილობის" აღსანიშნავად ტრადიციული მასშტაბური ღონისძიებები აღარ გამართულა. გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის გამო მიიღეს. მხოლოდ რამდენიმე არამასშტაბური ღონისძიება გაიმართა.  მაგალიათად, ,,გვირილობა" მიულოცეს  მეეზოვეებს. ​ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა განაცხადა, რომ  ,,ახლა კი, როცა ქვეყანა პანდემიას ებრძვის, მათი საქმიანობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანიაო".






იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა "სამი ოთარის" (ოთარ ქორქიას, ოთარ მამფორიას და ოთარ სულაბერიძის) ძეგლი გვირგვინებით შეამკეს.


,,გვირილობა" მიულოცეს ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკა "ლჯ და კომპანიის" თანამშრომლებს ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის, წითელი ჯვრისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს. ექიმებს ყვავილები აჩუქეს, სიმღერა მიუძღვნეს და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს.

ქუთაისზე შესრულებული სიმღერითა და სიმბოლურად, გვირილების გადაცემით მიულოცეს ქუთაისობის დღესასწაული "კლინიკა ბომონდი"-ს სამედიცინო პერსონალს, სადაც ცხელების ცენტრია გახსნილი, ქუთაისელმა მომღერლებმა.

კლინიკის პერსონალის მიმართ მხარდაჭერისა და პატივისცემის ჟესტი ასევე, გვირილების გადაცემით გამოხატეს "წითელი ჯვრის" საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.



დისტანციურად მიულოცეს  ,,გვირილობა" ქუთაისელებს მომღერლებმა. 





ქუთაისში გვირილობის აღნიშვნა 1911 წლიდან იღებს სათავეს. გიმნაზიელი გოგონები, ტუბერკულოზით დაავადებულთა სამკურნალოდ გვირილებს ჰყიდდნენ და ფულს აგროვებდნენ.

წელს დღესასწაულის აღსანიშნავად 100 ათასი ლარის დახარჯვა იგეგმებოდა. 

მთავარი ფოტო: ვერონიკა გოგიაშვილი


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გასული სიმღერები
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 14 - 27 °C
img
ქუთაისი 12 - 24 °C
img
ბათუმი 14 - 19 °C
img
სოხუმი 12 - 21 °C
img
ფოთი 14 - 20 °C
img
თელავი 16 - 28 °C
img
მესტია 4 - 15 °C
img
ზუგდიდი 12 - 23 °C
img
ბორჯომი 8 - 21 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ლედი მერკვილიშვილს გზა ვანიდან აშშ-მდე

ახალგაზრდებისთვის პროფესიის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მომავალი

10:34 / 11.05.2020
უჩა მაჭარაშვილმა საჩხერეში ვაზის უძველესი ქართული ჯიშის აღდგენა დაიწყო
საჩხერეში, სოფელ მახათაურში უჩა მაჭარაშვილმა 2017 წელს ოჯახური ტრადიცია შემოსვალის წყაროდ აქცია.
18:49 / 05.05.2020
ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად ტაძრებში საზეიმოდ ზარებს დარეკავენ 
ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად ტაძრებში საზეიმოდ ზარებს დარეკავენ. ქუთათელ-გაენათელი
20:23 / 01.05.2020
პოლიტიკის სიახლეები
ცხრაჯვარის სალოცავთან მისასველი გზის რეაბილიტაციისათვის 2 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო
08:44 / 29.05.2020
ტყიბულის მუნიციპალიტეტში ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი საავტომობილო გზის
მრავალშვილიანი ოჯახები და შშმ პირები 600 ლარიან დახმარებას მიიღებენ
14:39 / 28.05.2020
საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით  ანტიკრიზისული გეგმის