Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

კულტურა
პანდემიის გამო, “ღამე მუზეუმში“ ნოემბერში ჩატარდება
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს მუზეუმებში აქტივობები დისტანციურად ონლაინ რეჟიმში ჩატარდება.

2020 წლის მუზეუმების საერთაშორისო დღის თემაა - "მუზეუმები თანასწორობისთვის: მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა".

მუზეუმების საერთაშორისო დღის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმში აქცია "ღამე მუზეუმში" ტარდება. დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა ესტუმროს სასურველ მუზეუმს და თავად გახდეს იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილე, რომლებიც აქციის ფარგლებში იმართება.

წელს, მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინებითა და მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს რეკომენდაციით, აქციის "ღამე მუზეუმში" ჩატარების თარიღად 2020 წლის 14-16 ნოემბერი განისაზღვრა.

წელს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს კერძო მუზეუმებიც შეურთდნენ. მუზეუმები საზოგადოებას შესთავაზებენ ონლაინ გამოფენებს, ვირტუალურ ტურებს, საგანმანათლებლო პროგრამებს, კურატორების ბლოგებს, ექსპონატების შესახებ საინტერესო ისტორიებს, ვიდეოებს და სხვა.

მუზეუმების საერთაშორისო დღე 1977 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს მიერ დაფუძნდა და ამ თარიღს საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება 40 წელზე მეტია აღნიშნავს.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გასული სიმღერები
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 14 - 27 °C
img
ქუთაისი 12 - 24 °C
img
ბათუმი 14 - 19 °C
img
სოხუმი 12 - 21 °C
img
ფოთი 14 - 20 °C
img
თელავი 16 - 28 °C
img
მესტია 4 - 15 °C
img
ზუგდიდი 12 - 23 °C
img
ბორჯომი 8 - 21 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ლედი მერკვილიშვილს გზა ვანიდან აშშ-მდე

ახალგაზრდებისთვის პროფესიის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მომავალი

10:34 / 11.05.2020
უჩა მაჭარაშვილმა საჩხერეში ვაზის უძველესი ქართული ჯიშის აღდგენა დაიწყო
საჩხერეში, სოფელ მახათაურში უჩა მაჭარაშვილმა 2017 წელს ოჯახური ტრადიცია შემოსვალის წყაროდ აქცია.
18:49 / 05.05.2020
ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად ტაძრებში საზეიმოდ ზარებს დარეკავენ 
ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად ტაძრებში საზეიმოდ ზარებს დარეკავენ. ქუთათელ-გაენათელი
20:23 / 01.05.2020
პოლიტიკის სიახლეები
ცხრაჯვარის სალოცავთან მისასველი გზის რეაბილიტაციისათვის 2 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო
08:44 / 29.05.2020
ტყიბულის მუნიციპალიტეტში ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი საავტომობილო გზის
მრავალშვილიანი ოჯახები და შშმ პირები 600 ლარიან დახმარებას მიიღებენ
14:39 / 28.05.2020
საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით  ანტიკრიზისული გეგმის