23 ივნისიდან ქუთაისში ფუნქციონირებას სამი მუზეუმი

განაახლებს. ვიზიტორებს შეეძლებათ ხელოვნების გალერეას, ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმსა და ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმს ესტუმრონ. მომდევნო დღეების განმავლობაში კი დანარჩენი მუზეუმები გაიხსნება. ამის შესახებ რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას ქუთაისის მერიის კულტურის ააიპ-ის ხელმძღვანელმა, ვაჟა ჯუღელმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, ვიზიტორების მიღება კოვიდ 19-ის წინააღმდეგ საჭირო ნორმების დაცვით განხორციელდება. დამთვალიერებლებს ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი, აუცილებელი იქნება პირბადე და ხელთათმანები. მუზეუმებში განთავსდება დეზობარიერები და სადეზინფექციო საშუალებები.

ვიზიტორთა ყოველი ჯგუფის შესვლის შემდეგ მუზეუმში ზედაპირები სველი წესით დამუშავდება.

კოვიდ 19-ის პანდემიის გამო, მუზეუმებმა ფუნქციონირება მარტის თვის დასაწყისში შეწყვიტეს.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 20 ივნისიდან დამთვალიერებლისთვის მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები ეტაპობრივად გაიხსნება. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით მიიღო.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *