ქართველი პოეტის, მწერლის, პუბლიცისტის,საზოგადო მოღვაწის, საქართველოს

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის აკაკი წერეთლის დაბადებიდან დღეს 180 წელი შესრულდა. 

ის საჩხერეში, სოფელ სხვიტორში დაიბადა. აკაკი წერეთელმა ლექსების წერა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო. 1860 წელს გამოქვეყნებულმა ლირიკულმა ლექსმა ― “საიდუმლო ბარათი” მას განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა. ილია ჭავჭავაძესთან ერთად ის სათავეში ჩაუდგა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში. პოეტმა ქართული სალიტერატურო ენის განვითარების, სრულყოფისა და ხალხში მისი დამკვიდრების  საქმეში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა სკოლების, თეატრების, ბიბლიოთეკა-სამკითხველოებისა და სხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა განვითარებას. დიდი როლი შეასრულა ქართული პერიოდული პრესის განვითარების საქმეში. 

აკაკი წერეთლის შესახებ გადაღებულმა ფილმმა კი “აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში” პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმის სახელი დაიმკვიდრა.

აკაკი წერეთელი გარდაიცვალა 75 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდის პანთეონში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *