ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრი 15

ივლისს მაყურებელს პრემიერას შესთავაზებს. პანდემიის გათვალისწინებით სპექტაკლის ნახვა ღია ცის ქვეშ იქნება შესაძლებელი. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს” თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა მამუკა ცერცვაძემ განუცხადა თეატრის ეზოში შესაბამისი სცენა მოეწყობა და დამონტაჟდება განათებები და გახმოვანების სისტემა. 

,,ელენე მაცხონაშვილის სპექტაკლის “ვინი პუჰი” რეპეტიციები დაიწყება ივნისის ბოლოდან, რეპეტიციები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში და 6 ივლისიდან განახლდება აქტიური სარეპეტიციო ეტაპი. სპექტაკლის პრემიერა 15 ივლისს შედგება.გადავწყვიტეთ ამისთვის თეატრის შიდა ეზო გამოვიყენოთ. ამ სპექტაკლის ადაპტირება ღია სივრცეზე მოსახერხებელია.”- განაცხადა მამუკა ცერვაძემ.

​,,ვინი პუჰის” გარდა ღია ცის ქვეშ კიდევ რამდენიმე სპექტაკლის გამართვას გეგმავენ. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, რეკომენდაციები რთული შესასრულებელია, თუმცა შეეცდებიან მაყურებელს სპექტალები მაინც შესთავაზონ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *