თბილისში გალაკტიონ ტაბიძის განახლებული მემორიალური ბინა-მუზეუმი გაიხსნება.

ღონისძება დღეს, 17:00 საათზე გაიმართება.  

თბილსის მუზეუმების გაერთიანების ინფორმაციით, გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი წარმოდგენილია განახლებული ექსპოზიციით, რაც გულისხმობს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამუზეუმო და საგანმანათლებლო სივრცეს.

საგამოფენო სივრცეები თანამედროვე მუზეოგრაფიის შესაბამისადაა მომზადებული, ინსტალაციები კი, რომლებიც მუზეუმშია გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებასა და ბიოგრაფიას ქრონოლოგიურად ჰყვება.

გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი თბილისში, კ. მარჯანიშვილის ქ. N4-ში მდებარეობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *