მესხიშვილის თეატრი წლის საუკეთესო სპექტაკლისათვის დაჯილდოვდება
საქართველოს თეატრალური საზოგადოების მთავარი პრიზი წლის საუკეთესო სპექტაკლისათვის ქუთაისის მესხიშვილის თეატრს გადაეცემა. გამარჯვება თეატრმა სპექტაკლით "ქარი ქრის ვერხვებში" მოიპოვა.

დაჯილდოვების ცერემონია 27 მარტის ნაცვლად (პანდემიის გამო თეატრის საერთაშორისო დღის ღონისძიების გადადების ნაცვლად) 27 სექტემბერს მესხიშვილის თეატრში გაიმართება.

სპექტაკლის რეჟისორი ნინო მაღლაკელიძეა. მასში მთავარ როლებს ზვიად სვანაძე, სულხან გოგოლაშვილი, დავით როინიშვილი ასრულებენ. სპექტაკლი ჟერალდ სიბლეირასის პიესის მიხედვით შეიქმნა.

ორმოქმედებიანი სპექტაკლის პრემიერა თეატრის დიდ სცენაზე 2019 წლის 1-ლ ოქტომბერს გაიმართა. სამივე საპრემიერო ჩვენებამ ანშლაგით ჩაიარა.
| Print |