პროექტის, “ლექსი კედელზე” ფარგლებში, ქუთაისის 37- ე სკოლის კედელზე მე-20 საუკუნის

დიდი ქართველი პოეტის ზურაბ გორგილაძის ლექსი, ,,ჩაუმქრალი სანთლები” იგივე ,,ჰოიდა ნანა” გაიხსნა. ლექსი კალიგრაფიულად ახალგაზრდა რუსთაველმა კალიგრაფმა ვაჟა ერემეიშვილმა გადაწერა. ღონისძიება თურქეთში მცხოვრები ჩვენებურების ქართული ენის მასწავლებლის მერი დიასამიძის მეცენატობით გაიმართა.

შალვა კამლაძის საავტორო პროექტი ,,ლექსი კედელზე”  მეოთხე წლია არსებობს. ქართული კალიგრაფით შესრულებული ნამუშევრების ნახვა ქუთაისში რამდენიმე ქუჩაზეა შესაძლებელი. ,,ჰოიდა ნანა” პროექტის ფარგლებში გახსნილი მე -9 კალიგრაფიული ნამუშევარია, რომელიც პირველად საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულების კედელზე განთავსდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *