დღეს, 6 აგვისტოს, თბილისი-ქუთაისის მატარებლის მგზავრებს ქუთაისის შესახებ ნიკოლოზ წულუკიძე

და ციცინო ზივზივაძე მოუყვებიან. საქართველოს რკინიგზა პროექტს ახორციელებს, რომელიც შიდა ტურიზმის მხარდაჭერას გულისხმობს.

,,სატახტო ქალაქისა და მისი მნიშვნელობის შესახებ მგზავრობის დასაწყისში გიამბობთ, მოგვიანებით კი საინტერესო ამბებს ქუთაისზე მოგიყვებით. თეატრალების ეზო, ადგილი სადაც რეზო გაბრიაძე და იპოლიტე ხვიჩია ცხოვრობდნენ, იშხნელების გორა, პირველი აფთიაქი და კინო პავილიონი – დაგვემგზავრეთ და წინ თავგადასავლებით სავსე მოგზაურობა გელოდებათ. მგზავრობის პროცესში ჩვენი გადამღები ჯგუფი აწარმოებს გადაღებას, მოგვიანებით კი მოვამზადებთ საინფორმაციო ვიდეო რგოლს, რადგან სხვა ადამიანებსაც მოვასმენინოთ ჩვენი გზამკვლევების მიერ მოყოლილი ამბები.” – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *