აკაკი წერეთლის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ჭიათურის

აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა პოეტის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი პიესის-“რაც არ იწვის, არ ანათებს” პრემიერა აკაკის სახლ- მუზეუმის ეზოში, სხვიტორში წარმოადგინა.

სპექტაკლი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რეჟისორმა მამუკა ცერცვაძემ დადგა. მხატვრობა ბარბარა ასლამაზს ეკუთვნის. სპექტაკლის კომპოზიტორი ბეჟო ამირანაშვილია. მასში მსახიობებმა გიორგი ჩაჩანიძემ, კოტე კახიშვილმა, ლიკა კევლიშვილმა, აჩიკო ხვედელიძემ, სოფო გოგოლაძემ, გელა მოდებაძემ, გოჩა აბაშიძემ, ამირან ნასყიდაშვილმა, გია კენჭოშვილმა, ანზორ ცაბაძემ, თამუნა ჯაჯანაშვილმა და სოფო ლეთოდიანმა ითამაშეს. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *