,,პირველად საქართველოში, აკადემიურ თეატრს ღია სცენა ექნება''-კოტე აბაშიძე
ქუთაისში ,,მწვანე თეატრის’’ მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
მესხიშვილის სახელობის თეატრის ეზოში ღია სცენა დამონტაჟდება და თეატრის მოყვარულები სპექტაკლებს ღია სივრცეში დაესწრებიან. ,,მწვანე თეატრი’’ 10 ოქტომბერს გაიხსნება და 30 ოქტომბრამდე სამი სპექტაკლის პრემიერა შედგება. როგორც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, კოტე აბაშიძე განმარტავს, ,,მწვანე თეატრი’’ მესხიშვილის თეატრის მესამე სივრცედ იქცევა და მასზე, ისევე როგორც თეატრის დიდ და პატარა სცენებზე, სპექტაკლები სისტემატიურად მოეწყობა.

,,საქართველოში პირველად ხდება როცა აკადემიურ თეატრს აქვს თავისი სცენა ღია ცის ქვეშ. მართალია ღია ცის ქვეშ სპექტაკლები აქამდეც ეწყობოდა, მაგრამ ღია სცენა თეატრის ცალკე სივრცედ იქცეს, ეს პირველია. ეს მსახიობებისთვისაც და მაყურებლისთვისაც ახალია, უჩვეულო სივრცეა, რომელიც იმედია გაამართლებს და ქალაქის ორგანულ ნაწილად იქცევა. ,,მწვანე თეატრი’’ სეზონური იქნება, სანამ აცივდება, მანამდე მოვაწყობთ სპექტაკლებს. ზამთარში შევისვენებთ და მარტიდან მუშაობას განვაახლებთ. 1-ლი ნოემბრიდან, იმედი გვაქვს, თეატრის შენობაში მუშაობის საშუალება მოგვეცემა,’’-ამბობს კოტე აბაშიძე.

,,მწვანე თეატრის’’ იდეა პანდემიის პირობებში გაჩნდა, თუმცა როგორც სამხატვრო ხელმძღვანელი ამბობს, ყოველთვის საუბრობდნენ იმაზე, როგორ ექციათ მესხიშვილის თეატრის ეზო შემოქმედების ადგილად. კოვიდ 19-ის გავრცელებამ ამ ყველაფერს ხელი თავისით შეუწყო.

10 ოქტომბერს ,,მწვანე თეატრის’’ სცენაზე სპექტაკლის ,,თქვენო უდიდებულესობავ’’ პრემიერა შედგება, რომლის რეჟისორიც კოტე აბაშიძეა. მონო-სპექტაკლში ზვიად სვანაძე ითამაშებს.

სპექტაკლებზე დასწრების საშუალება მაქსიმუმ 120 ადამიანს მიეცემა.



FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
15:57 / 03.12.2021

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "მინისტრის საათის" ფორმატში, კითხვა პასუხის რეჟიმში  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს,

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
15:57 / 03.12.2021

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "მინისტრის საათის" ფორმატში, კითხვა პასუხის რეჟიმში  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს,
,,ევროპის თეატრალური კონვენციის მიერ წარმოებული, სპექტაკლების
გაცვლითი პროგრამის ახალი მონაწილენი - ქუთაისის ლადო მესხიშვილის
სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი და სლოვენიური
ნაციონალური თეატრი ნოვა გორიც.
19:03 / 28.11.2021
,,ევროპის თეატრალური კონვენციის მიერ წარმოებული, სპექტაკლების გაცვლითი პროგრამის ახალი მონაწილენი - ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი და სლოვენიური ნაციონალური თეატრი ნოვა გორიც.
,,ევროპის თეატრალური კონვენციის მიერ წარმოებული, სპექტაკლების
გაცვლითი პროგრამის ახალი მონაწილენი - ქუთაისის ლადო მესხიშვილის
სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი და სლოვენიური
ნაციონალური თეატრი ნოვა გორიც.
19:03 / 28.11.2021
,,ევროპის თეატრალური კონვენციის მიერ წარმოებული, სპექტაკლების გაცვლითი პროგრამის ახალი მონაწილენი - ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი და სლოვენიური ნაციონალური თეატრი ნოვა გორიც.
კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი სოხუმი ფოტომოყვარულებისთვის
ფოტოკონკურსს აცხადებს სახელწოდებით „ძალადობა ბოროტებაა“.
14:02 / 26.11.2021
კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი სოხუმი ფოტომოყვარულებისთვის ფოტოკონკურსს აცხადებს სახელწოდებით „ძალადობა ბოროტებაა“.
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 4 - 12 °C
img
ქუთაისი 8 - 19 °C
img
ბათუმი 13 - 18 °C
img
სოხუმი 12 - 17 °C
img
ფოთი 13 - 18 °C
img
თელავი 5 - 14 °C
img
მესტია 0 - 8 °C
img
ზუგდიდი 11 - 19 °C
img
ბორჯომი 3 - 13 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ექიმები მთავრობას მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავენ


ქუთაისში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და საქართველოს მთავრობას მიმართეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

11:26 / 15.11.2021
„ნინასოული სახლი“, ფემინისტური კუთხე ბაღდათში და დიმელ ქალთა ამხანაგობა



ერთი წელია,  რაც ლილი ფულარიანმა იმ სახლში ცხოვრება გადაწყვიტა, რომელიც 120 წლის წინ  მისმა ბაბუამ ბაღდათის ყველაზე მაღალმთიანი სოფლიდან,  ხანიდან ჩამოიტანა.

17:19 / 10.11.2021
პოლიტიკის სიახლეები
ადვოკატის ინფორმაციით, სააკაშვილმა სამედიცინო მკურნალობა გააგრძელა
12:52 / 08.12.2021


მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, სააკაშვილმა სამედიცინო მკურნალობა გააგრძელა.
ქუთაისის საკრებულოს ორმა დეპუტატმა საკრებულოს წევრობაზე უარი თქვეს
21:22 / 07.12.2021

ქუთაისის საკრებულოს ორმა დეპუტატმა: “ქართული ოცნებიდან" ბაქარ მახარაძემ და “სტრატეგია აღმაშენებლიდან” დავით აბულაძემ საკრებულოს წევრობაზე უარი თქვეს.
შერიგების საფუძველი არის სინანული და მონანიება, ჩვენ ამის ვერანაირ ნიშანწყალსაც ვერ ვხედავთ, მითუმეტეს, სააკაშვილის გამოსვლებით''-ირაკლი კობახიძე
16:16 / 07.12.2021
,,შერიგების საფუძველი არის სინანული და მონანიება, ჩვენ ამის ვერანაირ ნიშანწყალსაც ვერ ვხედავთ, მითუმეტეს, სააკაშვილის გამოსვლებით, უფრო მეტიც ის იმუქრება კიდეც’’-
,,კოვიდპასპორტების აპლიკაციებს გარკვეული ტექნიკური პრობლემები ჰქონდა’’-გიორგი ღიბრაძე
12:49 / 07.12.2021

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, კოვიდპასპორტების აპლიკაციებს გარკვეული ტექნიკური პრობლემები ჰქონდა, რომლის აღმოფხვრაზეც მუშაობენ.