დიდი ჰესებით გამოწვეული საფრთხეები-გამოფენა ქუთაისში

კლიმატის კვირეულის ფარგლებში ქუთაისში გამოფენა გაიმართა.


ღონისძიების მიზანს საზოგადოებისთვის დიდი ჰესების აშენების შემთხვევაში გამოწვეული საფრთხეების შეხსენება  წარმოადგენს. გამოფენაზე სხვადასხვა ქვეყანაში კაშხლის აშენების შედეგად გამოწვეული კატასტროფების სურათები იყო წარმოდგენილი. ასევე გამოფენილი იყო ბანერები, რომელზე დატანილი ინფორმაციაც საზოგადოებას მოსალოდნელი რისკების შესახებ აფრთხილებს.

 

,,ნამოხვანის ჰესი წყალტუბოსა და ცაგერში 610 ჰექტარს დატბორავს, მათ შორის, სოფლების ბიომრავალფეროვნებას და კულტურულ მემკვიდრეობას’’, ,,კაშხლის დაზიანების შემთხვევაში ქუთაისს დაარტყამს 34-მეტრიანი ტალღა’’, ,,გამოიწვევს ქართული ვაზის ჯიშების ხარისხობრივ გაუარესებას’’-ეს არის მთავარი გზავნილები, რითაც გამოფენის ორგანიზატორები საზოგადოებას მოსალოდნელ ზარალზე მიუთითებენ.

გამოფენა ,,ქუთაისის საინფორმაციო ცენტრისა’’ და რადიო ,,ძველი ქალაქის'' ორგანიზებით მოეწყო.

,,თქვენ სურათებზე ხედავთ დიდი ჰესებით გამოწვეულ ზარალს. ხალხს ვაჩვენებთ კონკრეტულ მესიჯებს რატომ არ უნდა აშენდეს ნამოხვანჰესი. ნამოხვანჰესის აშენება საფრთხისშემცველია ქუთაისისთვის და მთლიანად საქართველოსთვის. იგი გამოიწვევს კლიმატის ცვლილებას და ბევრ უამრავ კატასტროფას’’-ამბობს ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი, ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ხვიჩა ვაშაყმაძე.

ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ მთავრობამ ტენდერი 2015 წელს გამოაცხადა. ტენდერში თურქულმა კომპანია ,,ENKA’’-მ გაიმარჯვა.

კლიმატის ცვლილების კვირეული არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობის’’ მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება. კვირეული 21 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბერს დასრულდება.

კლიმატის კვირეული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წელიწადის  სხვადასხვა დროს აღინიშნება და მის ფარგლებში მრავალი აქტივობა ტარდება. კლიმატის კვირეულის აღნიშვნას საფუძველი 2009 წელს ნიუ იორკში დაედო და მას შემდეგ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წლის სხვადასხვა დროს ყოველწლიურად ტარდება. კვირეულის მიზანს  მსოფლიო საზოგადოების მობილიზება და გაერთიანება საერთო პრობლემასთან - გლობალური კლიმატის ცვლილებასთან გასამკლავებლად წარმოადგენს.

 

 

 

 

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
15:57 / 03.12.2021

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "მინისტრის საათის" ფორმატში, კითხვა პასუხის რეჟიმში  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს,

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
15:57 / 03.12.2021

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "მინისტრის საათის" ფორმატში, კითხვა პასუხის რეჟიმში  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს,
,,ევროპის თეატრალური კონვენციის მიერ წარმოებული, სპექტაკლების
გაცვლითი პროგრამის ახალი მონაწილენი - ქუთაისის ლადო მესხიშვილის
სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი და სლოვენიური
ნაციონალური თეატრი ნოვა გორიც.
19:03 / 28.11.2021
,,ევროპის თეატრალური კონვენციის მიერ წარმოებული, სპექტაკლების გაცვლითი პროგრამის ახალი მონაწილენი - ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი და სლოვენიური ნაციონალური თეატრი ნოვა გორიც.
,,ევროპის თეატრალური კონვენციის მიერ წარმოებული, სპექტაკლების
გაცვლითი პროგრამის ახალი მონაწილენი - ქუთაისის ლადო მესხიშვილის
სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი და სლოვენიური
ნაციონალური თეატრი ნოვა გორიც.
19:03 / 28.11.2021
,,ევროპის თეატრალური კონვენციის მიერ წარმოებული, სპექტაკლების გაცვლითი პროგრამის ახალი მონაწილენი - ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი და სლოვენიური ნაციონალური თეატრი ნოვა გორიც.
კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი სოხუმი ფოტომოყვარულებისთვის
ფოტოკონკურსს აცხადებს სახელწოდებით „ძალადობა ბოროტებაა“.
14:02 / 26.11.2021
კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი სოხუმი ფოტომოყვარულებისთვის ფოტოკონკურსს აცხადებს სახელწოდებით „ძალადობა ბოროტებაა“.
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 4 - 12 °C
img
ქუთაისი 8 - 19 °C
img
ბათუმი 13 - 18 °C
img
სოხუმი 12 - 17 °C
img
ფოთი 13 - 18 °C
img
თელავი 5 - 14 °C
img
მესტია 0 - 8 °C
img
ზუგდიდი 11 - 19 °C
img
ბორჯომი 3 - 13 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ექიმები მთავრობას მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავენ


ქუთაისში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და საქართველოს მთავრობას მიმართეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

11:26 / 15.11.2021
„ნინასოული სახლი“, ფემინისტური კუთხე ბაღდათში და დიმელ ქალთა ამხანაგობა



ერთი წელია,  რაც ლილი ფულარიანმა იმ სახლში ცხოვრება გადაწყვიტა, რომელიც 120 წლის წინ  მისმა ბაბუამ ბაღდათის ყველაზე მაღალმთიანი სოფლიდან,  ხანიდან ჩამოიტანა.

17:19 / 10.11.2021
პოლიტიკის სიახლეები
ადვოკატის ინფორმაციით, სააკაშვილმა სამედიცინო მკურნალობა გააგრძელა
12:52 / 08.12.2021


მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, სააკაშვილმა სამედიცინო მკურნალობა გააგრძელა.
ქუთაისის საკრებულოს ორმა დეპუტატმა საკრებულოს წევრობაზე უარი თქვეს
21:22 / 07.12.2021

ქუთაისის საკრებულოს ორმა დეპუტატმა: “ქართული ოცნებიდან" ბაქარ მახარაძემ და “სტრატეგია აღმაშენებლიდან” დავით აბულაძემ საკრებულოს წევრობაზე უარი თქვეს.
შერიგების საფუძველი არის სინანული და მონანიება, ჩვენ ამის ვერანაირ ნიშანწყალსაც ვერ ვხედავთ, მითუმეტეს, სააკაშვილის გამოსვლებით''-ირაკლი კობახიძე
16:16 / 07.12.2021
,,შერიგების საფუძველი არის სინანული და მონანიება, ჩვენ ამის ვერანაირ ნიშანწყალსაც ვერ ვხედავთ, მითუმეტეს, სააკაშვილის გამოსვლებით, უფრო მეტიც ის იმუქრება კიდეც’’-
,,კოვიდპასპორტების აპლიკაციებს გარკვეული ტექნიკური პრობლემები ჰქონდა’’-გიორგი ღიბრაძე
12:49 / 07.12.2021

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, კოვიდპასპორტების აპლიკაციებს გარკვეული ტექნიკური პრობლემები ჰქონდა, რომლის აღმოფხვრაზეც მუშაობენ.