ქუთაისში პოეტ მარიამ რევიშვილის კედელი გაიხსნა

ქუთაისში, ნიუპორტის ქუჩაზე, პროექტ ,,ლექსი კედელზე’’ ფარგლებში კიდევ ერთი პოეტის, მარიამ რევიშვილის კედელი გაიხსნა.

მასზე პოეტის პატრიარქისადმი მიძღვნილი ლექსია დატანილი. ახალგაზრდა ავტორის თქმით, დღევანდელ დღე მის ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და სასიამოვნო მოგონებად დარჩება.

 

,,ემოციებით გადატვირთული ვარ, საუბარიც კი მიჭირს. ორმაგად ბედნიერი ვარ, რადგან ჩემთვის ასეთი მნიშვნელოვანი დღე სვეტიცხოვლობას დაემთხვა, ‘’-აღნიშნა მარიამ რევიშვილმა.

პროექტი ოთხი წელია, რაც მიმდინარეობს. მისი მიზანი ქუთაისში მოღვაწე ავტორთა აღმოჩენა და მათი პოპულარიზებაა. როგორც პროექტის კოორდინატორი, თორნიკე ღვინიანიძე ამბობს, მსგავსი ტიპის ღონისძიებები ქალაქის კულტურული ცხოვრების აღორძინებისა და განახლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მისი თქმით, პროექტის საშუალებით საზოგადოება არა მარტო ქართულ პოეზიას გაეცნობა, არამედ ქართული კალიგრაფიის ორიგინალურ ნიმუშებსაც იხილავს.

,, ჩვენ აქ ძალიან დახვეწილ ქართულ კალიგრაფიას ვხედავთ. ამ პროექტმა ბევრი კალიგრაფი და პოეტი აღმოაჩინა. მნიშვნელოვანია, რომ იგი თაობებს დარჩეს. აქ ბუმბერაზი პოეტების ლექსებია გამოფენილი. გენიალურია ყველა ლექსი , რომელიც კედელზე გამოიფინა’’-აღნიშნა თორნიკე ღვინიანიძემ.

პროექტის ავტორი შალვა კამლაძეა. ის ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება.

პროექტის ,,ლექსი კედელზე’’ ფარგლებში ქუთაისის სხვადასხვა უბანში ქუთაისელი ავტორების კედლის გახსნა უკვე ოთხი წელია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში გამოიფინა ნათელა ჯიმშელეიშვილის, ბელა ქურასბედიანის და სხვა ქუთაისელ პოეტთა შემოქმედების ნიმუშები.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
იმერეთის თეატრალური ფესტივალი 24 ოქტომბერს
12:41 / 23.10.2020
იმერეთის თეატრალური ფესტივალი 24 ოქტომბერს
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური
11:24 / 23.10.2020
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 9 - 18 °C
img
ქუთაისი 17 - 27 °C
img
ბათუმი 18 - 28 °C
img
სოხუმი 18 - 28 °C
img
ფოთი 18 - 26 °C
img
თელავი 10 - 19 °C
img
მესტია 6 - 15 °C
img
ზუგდიდი 18 - 29 °C
img
ბორჯომი 8 - 22 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
პოლიტიკის სიახლეები
 წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი მომავალი წლიდან დაიწყება
16:20 / 23.10.2020
წყალტუბოს გენგეგმის კონცეფციები კონკურსში მონაწილე
ISFED-ის ანგარიშში ზაზა ლომინაძის მესხიშვილის თეატრში გამოსვლა და ოთარ კახიძის ოფისზე თავდასხმა მოხვდა
14:16 / 23.10.2020

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის V შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.