საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს

გენერალურ პროკურატურას მიმართავს და გელათის სამონასტრო კომპლექსის დაზიანების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, ადგილი აქვს არა ძეგლის რეაბილიტაციის დროს გამოვლენილ ხარვეზებს, არამედ ძეგლის დაზიანებას. 

“ჩვენ შევისწავლეთ ყველა ის დოკუმენტი, რომელიც ამ ეტაპისათვის არის საჯარო. ის დოკუმენტები, რომლითაც სააგენტო გელათში არსებულ მდგომარეობას უკავშირებს მცირე ხარვეზებს, არის არა მცირე ხარვეზები, არამედ ძეგლის დაზიანება, რომელზეც პასუხი უნდა აგონ როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა, ასევე გამოძიებამ უნდა შეისწავლოს, ადგილი ხომ არ ჰქონდა გულგრილობას ჩინოვნიკების მხრიდან, რომლებმაც სათანადოდ არ მიადევნეს თვალი იმ პროცესებს, რაც გელათში მიმდინარეობდა,”-აცხადებენ საიაში.

პროკურატურის სახელზე წარდგენილ განცხადებში, საია გამოძიების დაწყებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ითხოვს. საუბარია სსკ-ის 2592 მუხლსა (კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება ან განადგურება) და ამავე კოდექსის 342-ე მუხლზე (სამსახურებრივი გულგრილობა).

გელათის სამონასტრო კომპლექსში წვიმის დროს ფრესკები ირეცხება. ახლა მას თუნუქის დროებითი გადახურვით ხურავენ.  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *