საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური

განვითარების ფონდმა ვანის არქეოლოგიური მუზეუმის რეაბილიტაცია დაასრულა.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ახალი სამუზეუმო კომპლექსი არა მხოლოდ ვანში აღმოჩენილი არქეოლოგიური სიმდიდრის ექსპოზიცია, არამედ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიც იქნება. ახალ, ოთხსართულიან შენობაში, მოეწყო მცირე ბიბლიოთეკა და თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორია.

“განახლებული მუზეუმის ლაბორატორია საშუალებას აძლევს მეცნიერებს ვანშივე ჩაატარონ არტეფაქტების ისეთი სახის კვლევა და რესტავრაცია, რისთვისაც სულ რამდენიმე წლის წინ სხვა ქვეყნებში უწევდათ გამგზავრება,”-ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

განახლებული მუზეუმის აუდიტორიაში განახლდება “ვანის საერთაშორისო სიმპოზიუმები” მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების მონაწილეობით. ვანის არქეოლოგიური მუზეუმი კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი პირველი მუზეუმია ნაქალაქარზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *