ბაგრატის ტაძარში წყალი

ჩადის. Კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას ამბობს, რომ წყლის ჩადინება გუმბათიდან და სამხრეთის ნაწილში სარკმელებიდან ხდება. Წყალი ჩაედინება მიშენებულ კოშკში, სველდება ფასადები და ასევე წყალი ჩაედინება ჩრდილოეთის კარიბჭეში.

Ნიკოლოზ ანთიძე აცხადებს, რომ დაახლოებით 10 დღეში ქუთაისში სპეციალისტები ჩამოვლენ. Საჭირო გახდება სპეციალური ტექნიკის დაქირავება, მოხდება ადილების დათვალიერება, შეფასება და ჩასატარებელი სამუშაოები ამის შემდეგ დადგინდება.

“Ქვა ზიანდება დროთა განმავლობაში, ხავსია მოკიდებული. ახალგაკეთებულ ტაძარში წესით წყალი არ უნდა ჩადიოდეს ხარისხთან რომ გვონდეს საქმე. Შესაძლოა, დროთა განმავლობაში კონკრეტულ ადგილებზე პრობლემა გაჩნდა შესრულებიდან დამოუკიდებლად შემდგომში. Შესაძლოა, შესრულების დროს იყო ხარვეზი. Ეს ვარაუდებია. Ყველაფერი დათვალიერების შემდეგ გვეცოდინება,”- განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.

Ბაგრატის ტაძრის გარდა, წყალი ჩავიდა გელათის ღვთისმშობლის ტაძარში. Დაზიანდა ფრესკები. Ამ დროისთვის გელათში თუნუქის დროებითი გადახურვის მოწყობა დასრულდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *