,, ხუთშაბათის კინო თამთა თურმანიძესთან ერთად'' -შესაძლებლობა ამერიკული კუთხის მსმენელებისთვის

,, ხუთშაბათის კინო თამთა თურმანიძესთან ერთად'' - ასე ეწოდება ამერიკული კუთხის პროექტს, რომლის მიზანიც ონლაინ სივრცეში მომხმარებლებისთვის ფილმების შეთავაზება და მათი განხილვა წარმოადგენს.


 

პროექტის იდეა პანდემიის პირობებში გაჩნდა. გამომდინარე იქედან, რომ კოვიდ 19-ის მასშტაბური გავრცელების გამო თითქმის მთელ მსოფლიოში ადამიანური ურთიერთობები შემცირდა, ამერიკულმა კუთხემ ამ დეფიციტის შესავსებად ახალი პროექტი წარმოადგინა. პროექტის ფარგლებში მომხმარებლებს ფილმების ბმული ეგზავნებათ, რომელსაც ყოველ ხუთშაბათს, 8 საათზე, კინომცოდნე თამთა თურმანიძესთან ერთად განიხილავენ. ამერიკული კუთხის ხელმძღვანელი, ინგა ივანეიშვილი ამბობს, რომ პროექტში მონაწილეთა ჩართულობა მაღალია.

,, გვინდოდა შეგვათვაზებინა ისეთი ონლაინ რესურსი, რომელიც ერთის მხრივ საინტერესო იქნებოდა და მეორეს მხრივ, საზოგადოებას ინტელექტუალური ზრდისა და აზრების, ემოციების გაზიარების საშუალებას მისცემდა. ვფიქრობ, პროექტი ამის საუკეთესო საშუალებაა, '' - ამბობს ინგა ივანეიშვილი.

პროექტის ფარგლებში უკვე ორი ფილმი განიხილეს. ფილმების შერჩევა აქტუალური თემატიკისა და ფილმის მხატვრული ღირებულების მიხედვით ხდება. პირველი ფილმები საახალწლო თემას ეხებოდა. როგორც კინომცოდნე თამთა თურმანიძე ამბობს, პროექტის მსმენელები სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენლები არიან და ფილმებიც მათი გემოვნების შესაბამისად ირჩევა.

,, განვიხილეთ რამდენიმე საახალწლო ფილმი, ვისაუბრეთ რა საერთო აქვთ საახალწლო ფილმებს. რა თქმა უნდა, ახალ წელს ყველა სასწაულს ელოდება და ჩვენ განვიხილავთ როგორაა ეს ფილმებში აღწერილი. შემდეგ ხუთშაბათს სკოლისა და ბავშვის ურთიერთობის თემას შევეხებით. ასევე აუცილებლად გვექნება საუბარი ადამიანის უფლებებზე, ქალთა უფლებებზე და სხვა თემებზე. ეს იძლევა ბიძგს მსჯელობისთვის და ხელს უწყობს მსმენელთა თვალსაწიერის გაფართოებას, '' - ამბობს თამთა თურმანიძე.
მისი თქმით, პროექტში სხვადასხვა ქალაქებიდან არიან ჩართულნი.

ფილმების ჩვენება ხუთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

პროექტი უფასოა და ამერიკის საელჩოს მიერ არის მხარდაჭერილი.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პანდემიის გამო იძულებითი შესვენების შემდეგ, ქუთაისის
16:18 / 08.04.2021
პანდემიის გამო იძულებითი შესვენების შემდეგ, ქუთაისის
მესხიშვილის თეატრი
პრემიერისთვის ემზადება.
21:05 / 31.03.2021

მესხიშვილის თეატრი პრემიერისთვის ემზადება.

ქუთაისში გენდერული პრობლემატიკისა და პოლიციის მიმართ სანდოობის
თემაზე გამოფენა და პანელური დისკუსია გაიმართა.
22:40 / 25.03.2021
ქუთაისში გენდერული პრობლემატიკისა და პოლიციის მიმართ სანდოობის თემაზე გამოფენა და პანელური დისკუსია გაიმართა.
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 12 - 22 °C
img
ქუთაისი 11 - 19 °C
img
ბათუმი 12 - 15 °C
img
სოხუმი 11 - 15 °C
img
ფოთი 11 - 14 °C
img
თელავი 12 - 21 °C
img
მესტია 4 - 8 °C
img
ზუგდიდი 11 - 17 °C
img
ბორჯომი 9 - 21 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ელისი საოცრებათა ქვეყანაში - პრემიერა

3, 4 აპრილს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლუის კეროლის ცნობილი ზღაპარის "ელისი საოცრებათა ქვეყანაში" პრემიერაა.

18:24 / 30.03.2021
ქუთაისში ახალგაზრდა გოგონას ავტომობილი დაეჯახა
ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.
16:02 / 07.04.2021
ქუთაისის მოკლე მეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი

8-12 მაისს , ქუთაისში  ქუთაისის მოკლე მეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება.

17:30 / 24.03.2021
პოლიტიკის სიახლეები
ნამახვანჰესთან დაკავშირებით სპეციალური საბჭო შეიქმნა
20:13 / 16.04.2021

საქართველოს მთავრობის ინიციატივით,

გუმათში დაკავებული აქტივისტების ახლობლები სასამართლოზე დასწრების უფლებას ითხოვენ
18:13 / 16.04.2021

სოფელ გუმათში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაკავებული აქტივისტების ახლობლები