გელათის საქმეზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელების გადადგომას ითხოვენ
"Ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"
Ქუთაისის ორგანიზაციის წევრი გიგა შუშანია გელათის საქმეზე კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და მუნიციპალური
განვითარების ფონდის ხელმძღვანელების თანამდებობიდან გადადგომასა და
მათი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას
ითხოვს. გიგა შუშანია ასევე საერთაშორისო ექსპერტების ჩამოსვლას
ითხოვს.
"Ქართული ოცნების" პირობებში ისევ გრძელდება გელათის განადგურება.
Საქმე გამოსწორებამდე არ მიდის. Ის თანამდებობის პირები, რომლებიც
პასუხისმგებელი არიან ამ ყველაფერზე, დაკავებული არიან არა
Მდგომარეობის გამოსწორებით, არამედ 7 მილიონი ლარის გაფლანგვით.
Შემსრულებელი კომპანიების დაჯარიმება კი კვალის გადაფარვაა, რომ
როგორმე გამოძვრნენ ამ სიტუაციიდან. Ფაქტია, რომ გელათის გადახურვა
მთლიანად შესაცვლელია,"-განაცხადა გიგა შუშანიამ.
Გელათის მონასტრის დროებითი გადახურვა რამდენიმე დღის წინ დაზიანდა.
12 000-12 000 ლარით დაჯარიმდნენ და საქმეს ჩამოშორდნენ შემსრულებელი
კომპანიები.
მასალის გამოყენების პირობები