დღეიდან მუზეუმებმა ფუნქციონირება

განაახლა. როგორც ქუთაისის მერიის კულტურის ააიპ-ის ხელმძღვანელმა, ვაჟა ჯუღელმა განაცხადა, შეფერხების გარეშე მუშაობა მერიის დაქვემდებარებაში არსებულმა 6-ვე მუზეუმმა, მათ შორის ხელოვნების გალერეამ დაიწყო.

მისივე თქმით, მუზეუმებში მისულ დამთვალიერებლებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ. აუცილებელია პირბადე. განთავსებულია დეზობარიერები, სტიკერები დისტანციის დაცვისთვის და სადეზინფექციო ხსნარები. არ დაიშვება ერთდროულად 10-15 ვიზიტორზე მეტი. დეზინფექცია დღეში ორჯერ ჩატარდება. 

ამ დროისთვის მუზეუმებისთვის თანამშრომლების კოვიდ ტესტირება სავალდებულო არ არის. ქუთაისის მუზეუმებში პანდემიის გამო არ შეცვლილა თანამშრომლების რაოდენობა. ამ დრომდე ისინი დისტანციურად მუშაობდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *