ქუთაისის ოპერის თეატრში რეპეტიციები განახლდა. როგორც თეატრის

მთავარი დირიჟორი, რევაზ ჯავახიშვილი ამბობს, რეპეტიციები ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ხოლო სპექტაკლების ჩვენება აპრილის დასაწყისში განხორციელდება. პანდემიის გამო იძულებითი შესვენების შემდეგ, პირველი სპექტაკლი, რომელსაც მაყურებელი იხილავს, “სოფლის ღირსებაა”. 

“ვეცდებით, რომ ყოველ კვირაში თითო სპექტაკლი გავუშვათ. ჩვენ გვაქვს ასეთი რეკომენდაცია, რომ სპექტაკლები უნდა გავიდეს ანტრაქტის გარეშე, შესაბამისად, გავუშვებთ ერთმოქმედებიან სპექტაკლებს. ეს არის “სოფლის ღირსება”, “ალეკო”, “დარისპანის გასაჭირი”,-განაცხადა რევაზ ჯავახიშვილმა.

27 დეკემბერს პრემიერია ბიძინა კვერნაძის “იყო მერვესა წელსა” უნდა შემდგარიყო, თუმცა, პანდემიის გამო შეჩერდა. ამჟამად კი მიმდინარეობს რეპეტიციები და სავარაუდოდ სპექტაკლს მაყურებელი ახალი სეზონისთვის იხილავს.

პანდემიის გამო მუშაობა თითქმის ერთი წელია შეჩერებულია. 

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *