ქუთაისის თოჯინების თეატრში რეპეტიციები

განახლდა. თეატრი პატარა მაყურებელს აპრილის თვიდან შეხვდება. ძველი სპექტაკლების გარდა, მუშაობა პრემიერებზეც მიმდინარეობს. თეატრში ორი ახალი სპექტაკლი რეჟისორ ნინო მაღლაკელიძის “მახინჯი იხვის ჭუკი” და ეკა სირაძის “მუსიკის ჰანგები” მზადდება.

როგორც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ლევან გაბრიჭიძე ამბობს, კოვიდ 19-ის გამო გახსნის შემდეგ სპექტაკლებს შაბათ-კვირას უჩვენებენ, რადგან ონლაინ სწავლების გამო სასწავლო დაწესებულებებთან ურთიერთობის საკითხი გადასახედია.

თეატრებმა კოვიდ 19-ის პანდემიის გამო ფუნქციონირება გასული წლის მარტის თვიდან შეაჩერა. 

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *