ქუთაისში რეზო ჭეიშვილის “გადანახული ჩანაწერების” მე-5 და მე-6 ტომის

გამოცემა იგეგმება. ბეჭდვით მომსახურებაზე ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 900 ლარია. 

წინადადებების მიღება 30 მარტს იწყება და 1-ლ აპრილს დასრულდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელმა სულ 600 ცალი ეგზემპლარის ბეჭდვა უნდა უზრუნველყოს (V ტომი – 300 ცალი, VI ტომი – 300 ცალი).

“მიმწოდებელი” ვალდებულია რეზო ჭეიშვილის ორტომეულის “გადანახული ჩანაწერები”-ს ბეჭდვითი მომსახურება განახორციელოს ორ ეტაპად: მეხუთე ტომის მიწოდების ვადაა 2021 წლის ივნისამდე (ტირაჟი – 300 ცალი), ხოლო მეექვსე ტომის მიწოდების ვადა კი 2021 წლის 30 ოქტომბრამდე (ტირაჟი – 300 ცალი).

წიგნში უნდა განთავსდეს ქუთაისის მუნიციპალიტეტის ლოგო და წარწერა “ბეჭდვა დაფინანსებულია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ”, “გაყიდვა აკრძალულია”.

გასულ წლებში აღნიშნული წიგნის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ტომები გამოიცა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *