მესხიშვილის თეატრი ფუნქციონირებას პრემიერით

განაახლებს. 3 და 4 აპრილს მაყურებელი ლუის კეროლის ცნობილ ზღაპარს “ელისი საოცრებათა ქვეყანაში” იხილავს. სპექტაკლის ჩვენება 17:00 საათზე დაიწყება. წარმოდგენის რეჟისორი ელენე მაცხონაშვილია. ბილეთები 25 მარტიდან გაიყიდება თეატრის სალაროში.

როგორც თეატრში განაცხადეს, შენობაში იქნება დეზობარიერი, სადეზინფექციო სითხე, სავალდებულოა პირბადე. მაყურებლები დარბაზში დისტანციის დაცვით, ყოველი 3 სკამის გამოტოვებით უნდა დასხდნენ.

აპრილის ბოლოს მაყურებელი კიდევ ერთ სპექტაკლს “თქვენო უდიდებულესობავ” იხილავს. წარმოდგენის რეჟისორი კოტე აბაშიძეა.

მესხიშვილის თეატრმა კოვიდ 19-ის გამო ფუნქციონირება თითქმის ერთი წელია შეაჩერა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *