გენდერული თანასწორობისა და პოლიციის მიმართ სანდოობის თემაზე ქუთაისში გამოფენა გაიმართა
ქუთაისში გენდერული პრობლემატიკისა და პოლიციის მიმართ სანდოობის თემაზე გამოფენა და პანელური დისკუსია გაიმართა.
ღონისძიებაზე ის ანიმაციური ნამუშევრები იყო წარმოდგენილი, რომლებიც გენდერულ სტერეოტიპებს ამსხვრევენ და ქალებს მამაკაცების თანასწორად წარმოსახვავენ. ასევე ნაჩვენებია მაგალითები იმისა, როგორია სამართალდამცველების დამოკიდებულება მოქალაქებისადმი. შეხვედრა პროექტის ,,მრავალფეროვნება, ინკლუზია და გენდერული თანასწორობა თავდაცვისა უსაფრთხოების ინტიტუტებში’’ ფარგლებში გაიმართა.

ილუსტაციებზე ჯარში და სამართალდამცავ სტრუქტურებში დასაქმებულ ქალებს ვხედავთ. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები ამბობენ, ამით საზოგადოებისთვის იმის თქმა სურთ, რომ მიუხედავად საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებისა, ქალებსაც შეუძლიათ სამხედრო და ძალოვან უწყებებში წარმატების მიღწევა.

ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილია ნამუშევრები , რომელშიც ნათლად ჩანს პოლიციელების სოლიდარული დამოკიდებულება ადამიანებისადმი.როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ნახატი არა რეალობას, არამედ სასურველს ასახავს და ამ კუთხით ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია.

,,პროექტი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, რათა ადამიანებმა უკეთ აღიქვან რეალობა და გენდერული თანასწორობის და მრავალფეროვანი გარემოს შესახებ ჰქონდეთ მეტად ხელშესახები ინფორმაცია." - ამბობს პროექტის კოორდინატორი ბექა ძოწენიძე.

,,მოხარული ვარ, რომ ვესწრები ღონისძიებას, რომელიც მეტად აქტუალურ თემას ეხება. აქ ხედავთ როგორ იმსხვრევა სტერეოტიპები და როგორ მსახურობენ ქალები ჯარში. არ არსებობს ქალისა და მამაკაცის სამსახური. ქალს, ისევე როგორც მამაკაცს შეუიძლია ემსახუროს თავის ქვეყანას. ქალის მოვალეობა მხოლოდ ოჯახის მოვლით არ უნდა შემოიფარგლებოდეს, მას შეუძილია ნებისმიერ სამუშაოზე დასაქმდეს და იყოს რეალიზებული’’-ამბობს ზურა ქარქაშაძე.



ღონისძიება ,,სამოქალაქო საბჭო თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში’’ დაფინანსებით გაიმართა.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პანდემიის გამო იძულებითი შესვენების შემდეგ, ქუთაისის
16:18 / 08.04.2021
პანდემიის გამო იძულებითი შესვენების შემდეგ, ქუთაისის
მესხიშვილის თეატრი
პრემიერისთვის ემზადება.
21:05 / 31.03.2021

მესხიშვილის თეატრი პრემიერისთვის ემზადება.

Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 12 - 22 °C
img
ქუთაისი 11 - 19 °C
img
ბათუმი 12 - 15 °C
img
სოხუმი 11 - 15 °C
img
ფოთი 11 - 14 °C
img
თელავი 12 - 21 °C
img
მესტია 4 - 8 °C
img
ზუგდიდი 11 - 17 °C
img
ბორჯომი 9 - 21 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ელისი საოცრებათა ქვეყანაში - პრემიერა

3, 4 აპრილს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლუის კეროლის ცნობილი ზღაპარის "ელისი საოცრებათა ქვეყანაში" პრემიერაა.

18:24 / 30.03.2021
ქუთაისში ახალგაზრდა გოგონას ავტომობილი დაეჯახა
ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.
16:02 / 07.04.2021
ქუთაისის მოკლე მეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი

8-12 მაისს , ქუთაისში  ქუთაისის მოკლე მეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება.

17:30 / 24.03.2021
პოლიტიკის სიახლეები
ნამახვანჰესთან დაკავშირებით სპეციალური საბჭო შეიქმნა
20:13 / 16.04.2021

საქართველოს მთავრობის ინიციატივით,

გუმათში დაკავებული აქტივისტების ახლობლები სასამართლოზე დასწრების უფლებას ითხოვენ
18:13 / 16.04.2021

სოფელ გუმათში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაკავებული აქტივისტების ახლობლები