ქუთაისში მწვანეყვავილას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში

დაკრძალულ ცნობილ საზოგადო მოღვაწეებზე 8 დოკუმენტური ფილმი მომზადდება, რისთვისაც ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10 000 ლარია.

ფილმების სათაურია “მწვანეყვავილას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის ბინადართა სავანე”.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სერიები შემდეგნაირად უნდა მომზადდეს:

I სერია
1. იაკობ ნიკოლაძე (1798-1871) – ელისაბედ ლორთქიფანიძე- ნიკოლაძისა (1816-1878)
2. გიორგი მაისურაძე (1817 – 1885)
3. იოსებ შარაბიძე (1840 – 1898)
4. სამსონ თოფურია (1854-1904)
5. სიმონ გუგუნავა (1839-1909)
6. გიორგი ზდანოვიჩი (მაიაშვილი) (1855-1917)
7. დავით მიქელაძე (მეველე) 1843-1918)
8. კირილე ლორთქიფანიძე (1839-1919)
9. იოსებ ოცხელი (1865-1919)
10. სილოვან ხუნდაძე (1860-1928)

II სერია
1. მელიტონ ბალანჩივაძე (1862-1937)
2. იოსებ (იუზა) ზარდალიშვილი (1883-1943)
3. დომენტი ოყრეშიძე (თომაშვილი) (1867-1952)
4. თეიმურაზ ლორთქიფანიძე (1910-1957)
5. შალვა გოგოლაშვილი (ხონელი) (1887-1972)
6. ალექსანდრე (ატე) ნემსიწვერიძე (1909-1973)

III სერია
1. კონსტანტინე მეძველია (1907-1974)
2. არჩილ გურჯიძე (1915-1974)
3. დიმიტრი ნაზარიშვილი (1854-1927)
4. ელენე ნაზარიშვილი (1888-1974)
5. ანდრია სინაური (სინაურიძე) 1896-1976)

IV სერია
1. ვასილ ამაშუკელი (1886-1977)
2. ვალერიან მიზანდარი (1911-1982)
3. სულიკო თორთლაძე (1919-1982)

V სერია
1. მურად ჭიჭინაძე (1946-1984)
2. დომენტი ახობაძე (1919-1987)
3. კაპიტონ (კაკია) აბესაძე (1900-1987)
4. ამური ფხაკაძე (1935-1990)

VI სერია
1. გრიგოლ ნაცვლიშვილი (1913-1996)
2. მიხეილ ალავიძე (1916-1996)
3. მიხეილ ჭიჭინაძე (1918-1996)

VII სერია
1. დავით კვიცარიძე (1920-1999)
2. ირაკლი (ირანი) ბაზაძე (1941-1999)
3. არჩილ კოსტავა (1937-2002)
4. ზურაბ კუხიანიძე (1930-2003)

VIII სერია
1. ლევან ახვლედიანი (1928-2004)
2. ამირან იაშვილი (1924-2007)
3. ლევან კოხრეიძე (1975-2008)
4. გიორგი ნიკოლაძე (1923-2011)
5. მიხეილ ნიკოლეიშვილი (1922-2012)
6. რეზო ჭეიშვილი (1933-2015)
6. თითოეული სერიის ხანგრძლივობა არანაკლებ 30 წთ.

ტენდერში მონაწილეობისათვის წინადადებების მიღება 12 აპრილს იწყება და 14 აპრილს დასრულდება. 

გამარჯვებული ვალდებულია ფილმების მომზადება ხელშეკრულების დადებიდან 2021 წლის 20 დეკემბრამდე განახორციელოს. 

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *