პანდემიის გამო იძულებითი შესვენების შემდეგ, ქუთაისის

ოპერის თეატრი მაყურებელს დღეს პირველ სპექტაკლს უჩვენებს. გაიმართება პიეტრო მასკანის ერთმოქმედებიანი ოპერის “სოფლის ღირსების” წარმოდგენა. სპექტაკლის დამდგმელი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილია. მასში მონაწილეობას მიიღებენ თეატრის სოლისტები – ფერიდე ჯინჯიხაძე, ბადრი ადამია, ინგა ფუტკარაძე, ბაკურ კვირიკაშვილი, ირმა შავგულიძე, თეატრის გუნდი და ორკესტრი. სპექტაკლი 17:00 საათზე დაიწყება.

წარმოდგენა კოვიდ რეგულაციების დაცვით ჩატარდება. თეატრში მაყურებელი დაიშვება მხოლოდ პირბადით. შესვლისას მაყურებელი ვალდებულია გაიაროს თერმოსკრინინგი და დეზობარიერი, სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშავოს ხელები. რეგულაციების გათვალისწინებით, სპექტაკლი შესვენების გარეშე გაიმართება.

ბილეთები იყიდება ოპერის თეატრის სალაროში.

პანდემიის გამო თეატრმა ფუნქციონირება თითქმის ერთი წელია შეაჩერა. 27 დეკემბერს პრემიერია ბიძინა კვერნაძის “იყო მერვესა წელსა” უნდა შემდგარიყო, თუმცა, პანდემიის გამო შეჩერდა. ამჟამად კი მიმდინარეობს რეპეტიციები და სავარაუდოდ სპექტაკლს მაყურებელი ახალი სეზონისთვის იხილავს.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *