რატომ გადააფარეს გელათში აღმოჩენილ არტეფაქტებს

ტენტი- კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განმარტებას ავრცელებს. სააგენტოს განცხადებით, სიცრუეა, რომ ობიექტის ამ ფორმით კონსერვაცია უსახსრობის გამო მოხდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ პროცესი თავად მოცემული ობიექტის შენარჩუნებისა და შემდგომი შესწავლის მიზნით საერთაშორისოდ მიღებული საკონსერვაციო მეთოდოლოგიით განხორციელდა.

“გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ჩრდილოეთით 2019 წელს არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ობიექტების სამეცნიერო შესწავლასთან ერთად, ნაგებობები აღირიცხა და ფოტოგრაფიულად დაფიქსირდა. აღმოჩენილი არტეფაქტები და კერამიკული მასალა კი ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ ნაკრძალის სამუზეუმო ფონდებში 2019 წელსვე განთავსდა. ასევე განვმარტავთ, რომ ვინაიდან, არქეოლოგიური ობიექტის ღია ფორმით შენარჩუნება მისი დამცავი კონსტრუქციის სახით, გელათის ტერიტორიაზე ახალი სივრცის გაჩენას გამოიწვევდა, 2019 წელს არქეოლოგიური კვლევისას აღმოჩენილი ნაგებობები, დროებით ქვიშისა და მიწის ფენით, საერთაშორისოდ მიღებული საკონსერვაციო მეთოდოლოგიით რეკულტივირდა,”-ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გელათში არსებული მდგომარეობა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიგა შუშანიამ გააპროტესტა და ხელისუფლება უყურადღებობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, არტეფაქტები უსახსრობის გამო ნადგურდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *