მესხიშვილის თეატრი პრემიერისთვის

ემზადება. 19 მაისს მაყურებელი სპექტაკლს “ბუზები” იხილავს. წარმოდგენის რეჟისორი რეზი ქაროსანიძეა. სპექტაკლი რეჟისორის სადიპლომო ნამუშევარია, რომელიც ჟან პოლ სარტრის “ბუზების” მიხედვით შეიქმნა.

წარმოდგენაში მონაწილეობენ გიგა აბულაძე, იოანე იმედაძე, ინგა კაკიაშვილი, ნუცა სულაბერიძე, გაგი შენგელია, საბა ნუცუბიძე, გიორგი ჩაჩანიძე, ბექა სულაბერიძე.

სპექტაკლის პრემიერა 17:00 საათზე გაიმართება.

ბილეთები იყიდება თეატრის სალაროში.

კოვიდ პანდემიის გამო იძულებითი შესვენების შემდეგ, მესხიშვილის თეატრმა ფუნქციონირება 3 აპრილს განაახლა. რეგულაციების შესაბამისად, შენობაში იქნება დეზობარიერი, სადეზინფექციო სითხე, სავალდებულოა პირბადე. მაყურებლები დარბაზში დისტანციის დაცვით, ყოველი 3 სკამის გამოტოვებით უნდა დასხდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *