“თეატრალური იმერეთი 2021” 17 ივნისიდან

დაიწყება. ფესტივალის გენერალური დირექტორის, მაია პაქსაშვილის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობას იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტის თეატრები მიიღებენ. ფესტივალს მესხიშვილის თეატრის გახსნის. კოვიდ 19-ის გამო, წელს ფესტივალში მონაწილეობას საერთაშორისო სტუმრები ვერ შეძლებენ, თუმცა, სპეციალური სტუმრის სტატუსით მაყურებლის წინაშე თავისუფალი თეატრი წარდგება სპექტაკლით “სამი ჰალსტუხიანი და ანგელოზი”. 

ფესტივალი მესხიშვილის თეატრის დიდ დარბაზში ჩატარდება. მაია პაქსაშვილი ამბობს, რომ დაცული იქნება ყველა რეგულაცია. ღონისძიებებს 250-დან 300-მდე მაყურებელი დაესწრება.  

წელს ჟიურის თავმჯდომარე ლაშა ჩხარტიშვილი იქნება. ჟიური გამარჯვებულ სპექტაკლებს სხვადასხვა ნომინაციებში დაასახელებს. 

ფესტივალი 1-ლ ივლისს დაიხურება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *