ქუთაისში “მუსიკის დღეები” იმართება. 16 და 17

ივნისის ღონისძიებები ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 150 წლისთავს ეძღვნება. მუსიკის დღეები ქუთაისში პირველად იმართება, რომლის ფარგლებში, ორი დღის განმავლობაში ქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზე მუსიკალური აქტივობები ჩატარდება.

ღონისძიებებში მონაწილეობას ადგილობრივებთან ერთად, თბილისიდან მოწვეული მუსიკოს-შემსრულებლები მიიღებენ. მასტერკლასებს ჩაატარებენ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლები.

გაფორმდება ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი ა(ა)იპ ” ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებასა” და თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახ. “ნიჭიერთა ათწლედს” შორის.

“მუსიკის დღეების” ფარგლებში, ასევე, ჩატარდება კლასიკური მუსიკის კონცერტები, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლისა და სამუსიკო სკოლების მოსწავლეები, აწსუ -ს საშემსრულებლო ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *