მესხიშვილის თეატრი პრემიერისთვის

ემზადება. მაყურებელი ერთმოქმედებიან აბსურდულ კომედიას “კუ + კოკინას” იხილავს. წარმოდგენა ეჟენ იონესკოს პიესის “ორთა ბოდვის” მიხედვით შეიქმნა. რეჟისორები კოტე აბაშიძე და ლევან სვანაძე არიან. სპექტაკლში მსახიობები მარიკა სამანიშვილი და თენგის ჯავახაძე მონაწილეობენ. სპექტაკლი ნებისმიერი ასაკის მაყურებელზეა გათვლილი.

“ადამიანებს საკუთარი თავი თავად მიგვყავს ისეთ აბსურდულ სიტუაციამდე, რომლიდანაც გამოსავალი უკვე აღარ არსებობს. თუ არ გვინდა რომ ეს დაგვემართოს, ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთსა და ადამიანურ ურთიერთობებს, თორემ ამის შემდეგ ეს ოჯახიდან პირდაპირ გადადის ქუჩაში და საზოგადოებაში. ჯერ ოჯახში იქმნება კატაკლიზმები, ექსტრემალური სიტუაციები, აბსურდამდე მისული გაუსაძლისობა და ეს მექანიკურად გადადის მთელ ქვეყანაზე,”-განაცხადა სპექტაკლის რეჟისორმა, კოტე აბაშიძემ.

პრემიერა 26 და 27 ივნისს, 19:00 საათზე გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *