თეატრალური იმერეთი გრძელდება. დღეს სპექტაკლს

თერჯოლის თეატრი წარადგენს. თეატრალური დასი “ემიგრანტებს” ითამაშებს, რომლის რეჟისორი მამუკა ცერცვაძეა. სპექტაკლი 18:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

“თეატრალური იმერეთი 2021” 17 ივნისს დაიწყო. სპექტაკლები უკვე წარადგინეს ქუთაისის, ზესტაფონის, ხარაგაულის, ხონის, საჩხერისა და ბაღდათის თეატრებმა.

დახურვის ცერემონია 1-ლ ივლისს გაიმართება. გამოვლინდება სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული სპექტაკლები.

კოვიდ 19-ის გამო, წელს ფესტივალში მონაწილეობას საერთაშორისო სტუმრები ვერ შეძლებენ. 

ფესტივალი მესხიშვილის თეატრის დიდ დარბაზში ჩატარდება. ღონისძიებებს 250-დან 300-მდე მაყურებელი დაესწრება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *