პრობლემა ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში და პოლიტიკური კატაკლიზმები-პრემიერა მესხიშვილის თეატრში

ლ. მესხიშვილის დრამატულ პროფესიულ თეატრში კოტე აბაშიძისა და ლევან სვანაძის სპექტაკლის

,,კუ+კოკინა’’ პრემირა გაიმართა, რომელიც ეჟენ იონესკოს პიესის ,,ორთა ბოდვა’’ მიხედვით დაიდგა. სპექტაკლი ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის მარადიულ პრობლემაზე მოგვითხრობს. ოჯახი, სადაც ერთმანეთის დადანაშაულება ხშირია, ხოლო მოსმენა და გაგება იშვიათი. ორივე მხარე საკუთარი აზრის უპირატესობის დამტკიცებას ცდილობს და არც ერთ მათგანს აზრადაც არ მოსდის, რომ სამყარო მეორე ნახევრის თვალითაც დაინახოს - სწორედ ეს არის რეალობა, რომელშიც სპექტაკლის მოქმედი გმირები ცხოვრობენ. ცოლი ქმარს დაჟინებით უმტკიცებს, რომ კუ და ლოკოკინა ერთი და იგივეა, რაზეც ქმარი ჯიუტად ეწინააღმდეგება. განა რაიმე ღირებულზე კამათობენ? განა პრობლემა მართლა კუსა და ლოკოკინაშია? ეს აბსურდული ისტერია ქალისა და მამაკაცის მთლიანობის დარღვევაზე, ნგრევის პირას მისულ ურთიერთობასა და გახლეჩილ ოჯახზე მიუთითებს. სწორედ ამ მთლიანობის დარღვევამ და ერთმანეთის გაგების დეფიციტმა გამოიწვია ის პოლიტიკური კატაკლიზმები, რაც მსოფლიო ავანსცენაზე ხდება და რაც სპექტაკლშია ნახსენები. ერთი ოჯახის პრობლემა მთელი საზოგადოების სახედ იქცევა, რომელიც შემდეგ პოლიტიკურ ელფერს იღებს და არაჯანსაღი პროცესების სათავე ხდება.

 


,,მას შემდეგ რაც უფალმა ადამის ნეკნისგან შექმნა ევა, კაცობრიობის ისტორია ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის ევოლუციაზეა დამყარებული. თუ საყვარელ ადამიანს თვალებში არ უყურე, არ გაიგე რა აწუხებს, არ მოუსმინე, არ გაუფრთხილდი მას, რაც ღმერთმა გაჩუქა, ჯანსაღი ურთიერთობა ვერ შედგება. ასე ხდება ჩვენს სპექტაკლშიც . ჩვენს გმირებს ერთმანეთის არ ესმით, მათ შორის გაჩენილი ბზარები კი გადის გარეთ და პოლიტიკურ მისტერიაში გადადის. სპექტაკლი როგორც პოლიტიკური, ისე საყოფაცხოვრებო ხასიათისაა და აღწერილია ის, რაც თითქმის ყველა ოჯახში ხდება,’’-ამბობს მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და სპექტაკლის რეჟისორი კოტე აბაშიძე.

სპექტაკლში მსახიობები: მარიკა სამანიშვილი და თენგიზ ჯავახაძე მონაწილეობდნენ.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
15:57 / 03.12.2021

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "მინისტრის საათის" ფორმატში, კითხვა პასუხის რეჟიმში  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს,

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
15:57 / 03.12.2021

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "მინისტრის საათის" ფორმატში, კითხვა პასუხის რეჟიმში  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს,
,,ევროპის თეატრალური კონვენციის მიერ წარმოებული, სპექტაკლების
გაცვლითი პროგრამის ახალი მონაწილენი - ქუთაისის ლადო მესხიშვილის
სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი და სლოვენიური
ნაციონალური თეატრი ნოვა გორიც.
19:03 / 28.11.2021
,,ევროპის თეატრალური კონვენციის მიერ წარმოებული, სპექტაკლების გაცვლითი პროგრამის ახალი მონაწილენი - ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი და სლოვენიური ნაციონალური თეატრი ნოვა გორიც.
,,ევროპის თეატრალური კონვენციის მიერ წარმოებული, სპექტაკლების
გაცვლითი პროგრამის ახალი მონაწილენი - ქუთაისის ლადო მესხიშვილის
სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი და სლოვენიური
ნაციონალური თეატრი ნოვა გორიც.
19:03 / 28.11.2021
,,ევროპის თეატრალური კონვენციის მიერ წარმოებული, სპექტაკლების გაცვლითი პროგრამის ახალი მონაწილენი - ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი და სლოვენიური ნაციონალური თეატრი ნოვა გორიც.
კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი სოხუმი ფოტომოყვარულებისთვის
ფოტოკონკურსს აცხადებს სახელწოდებით „ძალადობა ბოროტებაა“.
14:02 / 26.11.2021
კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი სოხუმი ფოტომოყვარულებისთვის ფოტოკონკურსს აცხადებს სახელწოდებით „ძალადობა ბოროტებაა“.
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 4 - 12 °C
img
ქუთაისი 8 - 19 °C
img
ბათუმი 13 - 18 °C
img
სოხუმი 12 - 17 °C
img
ფოთი 13 - 18 °C
img
თელავი 5 - 14 °C
img
მესტია 0 - 8 °C
img
ზუგდიდი 11 - 19 °C
img
ბორჯომი 3 - 13 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ექიმები მთავრობას მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავენ


ქუთაისში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და საქართველოს მთავრობას მიმართეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

11:26 / 15.11.2021
„ნინასოული სახლი“, ფემინისტური კუთხე ბაღდათში და დიმელ ქალთა ამხანაგობა



ერთი წელია,  რაც ლილი ფულარიანმა იმ სახლში ცხოვრება გადაწყვიტა, რომელიც 120 წლის წინ  მისმა ბაბუამ ბაღდათის ყველაზე მაღალმთიანი სოფლიდან,  ხანიდან ჩამოიტანა.

17:19 / 10.11.2021
პოლიტიკის სიახლეები
ადვოკატის ინფორმაციით, სააკაშვილმა სამედიცინო მკურნალობა გააგრძელა
12:52 / 08.12.2021


მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, სააკაშვილმა სამედიცინო მკურნალობა გააგრძელა.
ქუთაისის საკრებულოს ორმა დეპუტატმა საკრებულოს წევრობაზე უარი თქვეს
21:22 / 07.12.2021

ქუთაისის საკრებულოს ორმა დეპუტატმა: “ქართული ოცნებიდან" ბაქარ მახარაძემ და “სტრატეგია აღმაშენებლიდან” დავით აბულაძემ საკრებულოს წევრობაზე უარი თქვეს.
შერიგების საფუძველი არის სინანული და მონანიება, ჩვენ ამის ვერანაირ ნიშანწყალსაც ვერ ვხედავთ, მითუმეტეს, სააკაშვილის გამოსვლებით''-ირაკლი კობახიძე
16:16 / 07.12.2021
,,შერიგების საფუძველი არის სინანული და მონანიება, ჩვენ ამის ვერანაირ ნიშანწყალსაც ვერ ვხედავთ, მითუმეტეს, სააკაშვილის გამოსვლებით, უფრო მეტიც ის იმუქრება კიდეც’’-
,,კოვიდპასპორტების აპლიკაციებს გარკვეული ტექნიკური პრობლემები ჰქონდა’’-გიორგი ღიბრაძე
12:49 / 07.12.2021

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, კოვიდპასპორტების აპლიკაციებს გარკვეული ტექნიკური პრობლემები ჰქონდა, რომლის აღმოფხვრაზეც მუშაობენ.