Ქუთაისში რეზო გაბრიაძის 85 წლის

იუბილესამდი მიძღვნილი კინოჩვენებები გაიმართება. Კინოჩვენებები 29 ივნისს, “კინო საქართველოს” შენობაში, რეზო ჩხეიძის სახელობის დარბაში მოეწყობა.

ფილმების ჩვენება 15: 30 საათზე, “არაჩვეულებრივი გამოფენით” დაიწყება. 17:15 სთ-ზე “შერეკილებს” უჩვენებენ, 19:00 სთ-ზე “ფეოლა”-ს, ხოლო 20:00 სთ-ზე “ჰარი ჰარალე დედაო”-ს.

Დასწრება თავისუფალია.

ქართველი მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი და მწერალი რეზო გაბრიაძე 6 ივნსს გარდაიცვალა. გაბრიაძე 1936 წელს ქუთაისში დაიბადა. ის 35-ზე მეტი ფილმის ავტორია, რომელთა შორის არის “მიმინო”, “არ იდარდო”, “ქინ ძა ძა”, “შერეკილები”, “არაჩვეულებრივი გამოფენა”, “სამნი გზაზე” და ა.შ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *